ამერიკელი სცენარისტების გილდიამ (WGA) გამოაქვეყნა 21-ე საუკუნის 101 საუკეთესო სცენარის სია, რომლის სათავეშიც ჯორდან პილის საშინელებათა ჟანრის Get Out (თავს უშველე) მოექცა.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

  1. Get Out (თავს უშველე) — სცენარისტი ჯორდან პილი
  2. Eternal Sunshine of the Spotless Mind (ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება) — სცენარისტი ჩარლი კაუფმანი
  3. The Social Network (სოციალური ქსელი) — სცენარისტი აარონ სორკინი
  4. Parasite (პარაზიტი) — სცენარისტი ბონგ ჯუნ ჰო და ჰან ჯინ უონი
  5. No Country for Old Men (მოხუცების ადგილი აქ არ არის) — სცენარისტები ჯოელ და ითან კოენები
  6. Moonlight (მთვარის შუქი) — სცენარისტი ბარი ჯენკინსი
  7. There Will Be Blood (სისხლი დაიღვრება) — სცენარისტი პოლ თომას ანდერსონი
  8. Inglourious Basterds (უსახელო ნაბიჭვრები) — სცენარისტი კვენტინ ტარანტინო
  9. Almost Famous (თითქმის ცნობილი) — სცენარისტი კამერონ კროუ
  10. Memento (გახსოვდეს) — სცენარისტი კრისტოფერ ნოლანი

აღნიშნული ფილმების უმეტესობამ თავის დროზე ოსკარის ჯილდოც მოიპოვა ორიგინალი ან ადაპტირებული სცენარის ნომინაციებში.

2018 წელს ჯორდან პილმა ოსკარი მიიღო Get Out-ის სცენარისთვის და პირველი აფროამერიკელი გახდა, ვისაც ორიგინალი სცენარის ნომინაციაში გაუმარჯვია.

ფოტო: Rob Latour/REX/Shutterstock

ამერიკელი სცენარისტების გილდიის მიერ შედგენილ 101 "ყველაზე დიდებულ" სცენარს შორის სამჯერ მოხვდა კვენტინ ტარანტინო ფილმებით უსახელო ნაბიჭვრები (#8), ერთხელ ჰოლივუდში (#22) და ჯანგო (#74).

ასევე პოლ თომას ანდერსონის სამი სცენარი მოხვდა დასახელდა საუკეთესოებს შორის: სისხლი დაიღვრება (#7), ოსტატი (#84) და უხილავი ძაფი (#87).

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.