ზამთრის ცივ დღეებში, როდესაც გვინდა, ჩვენი ყოველდღიურობა მეტი სიმყუდროვით, სიმშვიდითა და კომფორტით შევავსოთ, განსაკუთრებულ სიამოვნებას გვანიჭებს ცხელი ჩაი. მეამას ჩაისთან ერთად კი ყოველი დღის დასაწყისი უფრო ხალისიანი და ენერგიულია, საღამო კი — მშვიდი და თბილი. მანგო კარაბაო იქნება ეს თუ შოკოლადის ფილა — ამერიკულ კაფსულებში შექმნილი მეამას ჩაის ნაცნობი გემოები ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

მეამა ჩაის ახალი არომატებით კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის ზამთარს. კარკადე კენკრითა და ჯინჯერი პიტნით ცივი სეზონის სრულიად ახალი, ეგზოტიკური დასაწყისია.

ფოტო: მეამა

კარკადე კენკრით ტყის ხილის, აღმოსავლური კარკადესა და ტროპიკული მანგოს გემოების სასიამოვნო მიქსია. სწორედ, სუდანის ვარდის ფოთლისა და ინდური შავი ჩაის კომბინაციით მიიღწევა მშრალი დაბოლოების, დაბალანსებული მომჟავო-მოტკბო არომატული გემო.

ფოტო: მეამა

ჩაის მეორე ახალი კაფსულა კი აერთიანებს ჯინჯერისა და პიტნის დაბალანსებულ გემოებს. ჩინური მწვანე ჩაის ფოთლები იდეალურად ერწყმის ქართულ პიტნასა და ჯინჯერს, შედეგად კი მიიღება ეგზოტიკური და უნიკალური კომბინაცია. ჯინჯერი და პიტნის კაფსულის ჩაი გამოირჩევა მწვანე ჩაისთვის დამახასიათებელი სინაზით, რომელსაც სრულიად განსხვავებულ არომატს აძლევს ჯინჯერის სუსხიანი და ინტენსიური გემო.

ჩაის მომზადება საინტერესო რიტუალია, რომელსაც სათანადო დრო და მრავალი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება სჭირდება. მეამამ კი ჩაის სრულიად ახალი და საინტერესო რიტუალი შექმნა: ღილაკზე თითის დაჭერით ფინჯანი ივსება კაფსულაში მოთავსებული უნიკალური გემოვნური თვისებების მქონე ჩაით. სწორედ, ჩაის ამ ფორმით მომზადება და შეფუთვა უზრუნველყოფს ჩაის სტაბილურად განმეორებად გემოს. საბოლოოდ კი ვიღებთ მაქსიმალურად შენარჩუნებული გემოვნური თვისებების მქონე, არომატულ და დაბალანსებულ სასმელს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნო ემოციებით გვავსებს. ზამთრის ყოველი დღე კიდევ უფრო თბილი, ფერადი და დაუვიწყარია მეამას ჩაისთან ერთად.

მეამას ჩაის ახალი კაფსულების დეგუსტაცია შესაძლებელია მეამას ბრენდულ სივრცეებში. შეძენა კი ხდება კომპანიის გაყიდვის ყველა არხში, იქნება ეს ონლაინ მაღაზია, მეამას სივრცე თუ მეამა ქოლექთი.