საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა. სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის — მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების და გამგებლების დაამტკიცებაზე იმსჯელეს. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, პარალელურად, გაიმართა აქციაც.

თბილისის ვიცე-მერი კვლავ ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო დედაქალაქის მერის მოადგილეების თანამდებობას ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი და ანდრია ბასილაია დაიკავებენ.

გაიგეთ მეტი: