კახეთში, გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში კაცი გარდაიცვალა.

როგორც On.ge-ს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულს ეპილეფსიური შეტევა განუვითარდა. მათივე ცნობით, ის სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.