"თქვენთვის უცხოა სიძულვილის ენა? [...] ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს, გვეკაიფებით?", — ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ლილე ლიპარტელიანს. ლიპარტელიანის თქმით, მას არ ახსოვს, რომ მის თანაგუნდელს 2016 წლიდან დღემდე, სიძულვილის ენით ესაუბროს.

"უხერხულია უბრალოდ, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ყველანაირი აგრესიის გარეშე, ძალიან უხერხულია. წარმოადგენთ ნაციონალურ მოძრაობას და მეუბნებით, რომ თქვენი პარტიისთვის სიძულვილის ენა არის უცხო", — განაცხადა მან.

დღეს თბილისის საკრებულოში სხდომა იმართება, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის — მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, პარალელურად, გაიმართა აქციაც.

ამავე თემაზე: