სამყაროში ბევრნაირი იმედგაცრუება არსებობს, მაგრამ ალბათ არ გაგვიჭირდება იმაზე შეთანხმება, რომ იმედის ყველაზე მწარედ გაცრუება საჭმელს შეუძლია. მით უმეტეს, თუკი მოშივებული ხარ და ყიდვიდან შეფუთვის გახსნამდე მთელი დრო ნერწყვის ყლაპვაში გაატარე. თუმცა, როგორც ზოგჯერ აღმოჩნდება ხოლმე — სულ ტყუილად. არცთუ იშვიათად მიმართავენ მარკეტინგულ ხრიკებს, რათა შექმნილი პროდუქცია უფრო თვალშისაცემი იყოს... გახსნამდე. გახსნის შემდეგ კი მხოლოდ მადა თუ დაგეკარგება.

1. წესით და რიგით, სხვადასხვაგვარი ბოსტნეულის ნაკრები უნდა ყოფილიყო...

ფოტო: MaMamanMaDitQueJPeut / Reddit

2. სადაა მარწყვი? ჩიტმა წაიღო? ჰაერმა? ეს კარი ჩაკეტილი იყო....

ფოტო: St-Paerikus / Reddit

3. მე უფროსის დასანახავად VS მე მარტო

ფოტო: fatbobcat8 / Reddit

4. შოკოლადის თასი მათთვის, ვინც ვერ ჩამოყალიბდა, შია თუ არა

ფოტო: Imgur

5. ლობიო პომიდვრის სოუსში

ფოტო: BOOBY_HATCH1978 / Reddit

იძებნება ლობიო. მპოვნელი დასაჩუქრდება.

6. როცა მზარეული დამალობანას გეთამაშება

ფოტო: ArtistWolf / Reddit

დაგასტუკე. მოიტა ახლა ფული.

7. გასამართლებლად შეიძლება ითქვას, რომ M&Ms-ის სახელში მხოლოდ ორი "ემია"

ფოტო: SEND_ME_RULE-34 / Reddit

8. ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ამ ბრაუნზე კანფეტები?!

ფოტო: frugallyManure44 / Reddit

9. "კადრში ვჩანვარ? ხო არ ვიჭრები?"

ფოტო: robomonstersmash / Reddit

10. არ გეგონოთ, რომ მთელი ორი ქიშმიში გამოაყოლეს — ერთია გაჭრილი, უბრალოდ

ფოტო: amyriads / Reddit