ამ სახელმძღვანელოებს აკლია მითითება, რომ სააკაშვილის პირობებში ავტორიტარული რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული — კობახიძე
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში გადმოცემულია ფაქტები, თანაც ლაკონურად და "მაქსიმალურად მოკრძალებულად". მისი თქმით, წიგნებს მხოლოდ იმის შესახებ მითითება აკლია, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას საქართველოში ჩამოყალიბდა "უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი".
"ერთი რამ ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს — აკლია მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, 9 წლის განმავლობაში, საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგები იყო ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, ადამიანების წამება, ადამიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანებზე ზეწოლა და ა.შ. ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მომავალში სახელმძღვანელოში არის შესატანი.
ასევე, აკლია მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაული აღიარებულ იქნა ქართული მართლმსაჯულების მიერ. მე ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები ამ სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს. ეს იქნება მარტივი ფაქტების კონსტატაცია", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ჩანაწერებს ბიძინა ივანიშვილის მეცენატობისა და ქველმოქმედების შესახებ, კობახიძე ამასაც "უმარტივესი ფაქტის კონსტანტაციას" უწოდებს.
განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე. წიგნებში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.
უფრო კონკრეტულად, დიოგენეს გამოცემულ წიგნში ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. ვარდების რევოლუციის შესახებ მხოლოდ ის წერია, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, რის შემდეგაც ედუარდ შევარდნაძე გადადგა, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა მოვიდა და ეს მოვლენა უახლეს ისტორიაში ვარდების რევოლუციის სახელით შევიდა. ამ მოჰყვება ერთი წინადადება მიხეილ სააკაშვილის შესახებ: "2004 წლის იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილი აირჩია".
გამომცემლობა ლოგოსპრესმა მოსწავლეებს ბიძინა ივანიშვილზე უფრო მეტი ბიოგრაფიული ცნობა შესთავაზა და პოლიტიკური საქმიანობის გარდა, მისი ბიზნეს საქმიანობაც მიმოიხილა. ივანიშვილი, ბიზნესმენად და პოლიტიკოსად, ასევე, ქველმოქმედადაა მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აფინანსებდა. წიგნში წლების მიხედვითაა ჩამოთვლილი, თუ რით იყო იგი ხელისუფლებაში მოსვლამდე დაკავებული, ტექსტში მის დაარსებულ ბანკები, მათ შორის, როსისკიი კრედიტი და ქართუ ბანკიც ნახსენებია.
ბიძინა ივანიშვილის გარდა, სახელმძღვანელოში მიხეილ სააკაშვილზეცაა საუბარი. ნათქვამია, რომ ის 1995 წლიდან პარლამენტის წევრი, შემდეგ იუსტიციის მინისტრი, შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო 2003-2013 წლებში ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ასევე, აღნიშნულია, რომ 2015 წლიდან პოლიტიკურად უკრაინაში საქმიანობს.
გაიგე მეტი:
- გათავისუფლდეს სკოლები სამინისტროს დიქტატისგან — მეგრელიშვილი
- ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა — უდუმაშვილი სახელმძღვანელოებზე
- პაპუაშვილი: ბიოგრაფიებსა და თარიღებზე ატეხილი ეს ისტერია რუსული რბილი ძალის დეზინფორმაციით მოქმედების საუკეთესო მაგალითია
- რას პასუხობენ ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები კრიტიკას
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები