გასული კვირის შაბათს, 4 დეკემბერს რამდენიმე ათასმა იღბლიანმა ადამიანმა და ანტარქტიდის პინგვინებმა ცაზე მზის სრული დაბნელება იხილეს. მზის სრული დაბნელება მაშინ დაიკვირვება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის გაივლის და იგი დედამიწასთან საკმარისად ახლოს აღმოჩნდება იმისთვის, რომ მზის დისკო სრულად გადაფაროს.

წელს ეს მოვლენა 1 წუთსა და 54 წამს გაგრძელდა. დაბნელების ფაზების დაკვირვება ყველაზე კარგად დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან, სრული დაბნელების კი — ანტარქტიდიდან იყო შესაძლებელი.

ქვემოთ მოყვანილი ფოტოებიდან უმეტესობა ლინბლადის ექსპედიციის ორი პოლარული სამგზავრო ხომალდიდან — National Geographic Resolution-დან და National Geographic Endurance-დანაა გადაღებული.

NASA-ის მიხედვით, ნაწილობრივი დაბნელება ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე დაიწყო, სრულ დაბნელებას კი ხომალდიდან 2:44 საათზე დააკვირდნენ. მოვლენა ღამის 3:06 საათზე დასრულდა.

გთავაზობთ ამ მოვლენის ამსახველ ფოტოებს, რომლებიც აღნიშნული ხომალდებიდან გადაიღეს.

ჰორიზონტზე გამოჩენა

Andrew Studer

Andrew Studer

ფოტო: futurecdn.net

"ნამგალა" მზე

Andrew Studer

Andrew Studer

ფოტო: futurecdn.net

დაბნელების ამ ფაზის დანახვა შესაძლებელი იყო ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, არგენტინიდან და სამხრეთ აფრიკიდანაც.

Andrew Studer

Andrew Studer

ფოტო: futurecdn.net

ბრილიანტის ბეჭედი

ფოტო: futurecdn.net

ეგრეთ წოდებული ბრილიანტის ბეჭდის ეფექტი მაშინ დაიკვირვება, როდესაც მთვარის ჩრდილი ნელნელა შორდება მზეს. ჩრდილის გარშემო შეიმჩნევა მზის კორონა.

მოვლენას მხოლოდ ადამიანები არ აკვირდებოდნენ

Lindblad Expeditions

Lindblad Expeditions

4 დეკემბერს მზის დაბნელება პინგვინებმაც დაინახეს.

იუნიონ მყინვარის ბანაკი

Felipe Trueba/Imagen Chile/AFP via Getty Images

Felipe Trueba/Imagen Chile/AFP via Getty Images

ფოტო: futurecdn.net

მეცნიერები ჩილედან და ამერიკიდან 4 დეკემბრის მოვლენას აკვირდებიან.

National Geographic-ის ხომალდი

ლინბლადის ექსპედიციის პოლარული სამგზავრო ხომალდი — National Geographic Endurance.