მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე — სუბარი სააკაშვილზე
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პროცესების ქუჩაში გადატანით პოლარიზაცია ვერ შემცირდება და ვერც შერიგება მოხდება. ასე ეხმაურება ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომელმაც მმართველ პარტიას "გონს მოსვლისკენ" და ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბრძოლის გამძაფრება და ქართული ოცნების დამარცხება დააანონსა.
"მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე [...] ქუჩაში როდესაც უნდათ პროცესების გადატანა, ქუჩაში პროცესების გადატანით შერიგება და პოლარიზაციის შემცირება არ ხდება. უნდა შეწყვიტონ რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი. უნდა აღიარონ, რომ არჩევნები წააგეს. წააგეს უშეღავათოდ. უკვე მერვედ ბოლო 9 წლის განმავლობაში. თუ ასე გააგრძელებენ, აღარც მე-9 არჩევნებზე არ ექნებათ შანსი და თუ დაიწყებენ იმაზე ზრუნვას, რაც მოქალაქეებს სჭირდებათ, ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეთ რაღაც შანსი", — განაცხადა სოზარ სუბარმა.
გარდა ამისა, სუბარმა თქვა, რომ ექსპრეზიდენტს მიაწოდებს იმ ადამიანების საკონტაქტო ნომრებს, ვისი ოჯახის წევრებიც "მისი ბრძანებით იქნენ მოკლული ქუჩაში თუ ციხეში, ნაწამები, გაუპატიურებული", დეპუტატი ამბობს, რომ სააკაშვილმა შერიგებაზე მათგან პატიების მიღების შემდეგ უნდა ისაუბროს,
"მე მივაწოდებ დოდო აფრასიძის ტელეფონის ნომერს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ გასცა ბრძანება ოჯახის განადგურების — დაჭერის კი არა, განადგურების. შეხვდეს, დაელაპარაკოს, მოუხადოს ბოდიში და მიიღოს პატიება", — განაცხადა სუბარმა.
6 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება ქართული ოცნების დამარცხებამდე. ალტერნატივად სააკაშვილი მმართველ პარტიას "გონს მოსვლას" და ეროვნულ შერიგებას სთავაზობს. მისი თქმით, "ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია".
ხვალ, 8 დეკემბერს, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია დაანონსდა სახელწოდებით თავისუფლება მიშას — ეროვნული შერიგებისთვის.
"პოლიტიკური ნორმალიზაცია ვერ მოხდება სამოქალაქო თანხმობის გარეშე, და სამოქალაქო თანხმობა ვერ შედგება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე", — აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მათი მტკიცებით, აქციის მიზანი შერიგება და დაპირისპირების დასრულებაა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები