ბოლო რამდენიმე წელია "ზუმერის საახალწლო რეკლამა" წინასადღესასწაულო მზადების განუყოფელ ნაწილად იქცა. მართალია, ზუმერის ვიზუალურად გამორჩეულ რეკლამებს წაკითხვაზე მეტად ყურება უხდება ხოლმე, მაგრამ რადგან პირველი აბზაცი თითქმის უკვე დაწერილია, რამდენიმე წინადადებით დეტალების შესახებაც მოგიყვებით.

მინიშნება: თუკი მხოლოდ ვიდეოს სანახავად შემოხვედით და საკითხავად არ გცხელათ, პირდაპირ სტატიის ბოლოში ჩასქროლეთ. რას ელოდებით?

ფოტო: ზუმერი

ზუმერის წლევანდელი რეკლამის მთავარი თემა საჩუქრებია. უფრო კონკრეტულად კი ის ორი მთავარი შეკითხვა, რომელიც ყოველწლიურად აქტუალური ხდება ხოლმე — "ვის ვაჩუქო?" და "რა ვაჩუქო?". ამ შეკითხვებზე საპასუხოდ ზუმერის ინტერგალაქტიკური მაღაზიის დაბნეულ სტუმრებს სპეციალურად შექმნილი აპარატი — "ზინდერი" — ეხმარება, რომელსაც არც გულისთქმის ამოკითხვაში ჰყავს ბადალი და არც ადრესატებისთვის სწორი საჩუქრების შერჩევაში. მეორე მხრივ კი, ზუმერის საახალწლო რეკლამა ეკლექტურობა-აბურდულობასაც ინარჩუნებს და ზინდერთან ერთად, ვიდეოში არაერთი ცნობილი, უცნობი და ორი სრულიად დაფარული სახის ხილვაცაა შესაძლებელი.

განსაკუთრებული აღნიშვნა: ბრენდი ტრადიციულად საახალწლო ზუმერული ფასებითაც გვანებივრებს, მაგრამ ამ ფაქტს განსაკუთრებული აღნიშვნა, ალბათ უკვე აღარც სჭირდება.

ფოტო: ზუმერი

ამასთან, ზუმერმა არც მესამე ტრადიციას უღალატა და წლევანდელი საახალწლო ვიდეორგოლი კვლავ კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონთან ერთად შექმნა. სწორედ ამიტომ, რა გასაკვირია, რომ კამპანიის დეტალებსა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მათ მივმართეთ.

ეთო მერებაშვილი (ზუმერის მარკეტინგის დირექტორი): — "ზუმერში ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგებით — რთულია, ყოველ წელს საკუთარ თამასას გადააბიჯო და მომხმარებელს, რომელიც შენს საახალწლო ვიდეორგოლს მოუთმენლად ელის, უკეთესი პროდუქტი შესთავაზო".

საახალწლო კამპანიაზე ფიქრი წელსაც უმთავრესი შეკითხვით დავიწყეთ: რა სურვილები ამოძრავებთ ადამიანებს საახალწლოდ?

ფოტო: ზუმერი

"შეკითხვაზე პასუხი კი წელსაც მარტივად გავეცით: საქმეებსა თუ სხვაგვარ რუტინაში ჩაფლულებს, ხშირად გვავიწყდება ჩვენთვის ძვირფას ადამიანებზე ზრუნვა. შედეგად, საჩუქრების შერჩევის, წესით, სასიამოვნო პროცესსაც უსასრულოდ გადავდებთ ხოლმე.

ზუმერში გვჯერა, რომ უკეთეს ხვალინდელ დღეს თავად ვქმნით. ამისთვის კი აუცილებელია, დღევანდელი წამი გვაბედნიერებდეს. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ამაში ყველაზე მეტად დაგვეხმარება, შესაბამისად, ზუმერული საჩუქრები ჩვენს ადრესატებს უკეთეს ხვალინდელ დღესაც ნამდვილად შეუქმნის", — ამბობენ ზუმერში.

ფოტო: ზუმერი

და რადგანაც ახალი წელი განსაკუთრებული და ჯადოსნური დღესასწაულია, ამ კამპანიით ახალი წლისთვის შესაფერისი ამაღლებული განწყობის შექმნა სცადეს — სანტებსაც და სასანტეებსაც ახსენებენ, რომ დრო არ ითმენს. ჩვენს სურვილებზე, ახალ მიზნებსა და გეგმებზე, ერთმანეთზე ზრუნვის დროა! საჩუქრების დროა!

ტრადიციულად, სათქმელი სიმღერით გამოხატეს და ზუმერში ზუმერულ ფასებად საახალწლო საჩუქრების შერჩევის სეზონსაც გახსნილად გამოაცხადეს.

ფოტო: ზუმერი

ლევან ლეფსვერიძე (აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი): — "ჩვენი წინა კამპანიების წყალობით, ხალხმა უკვე კარგად იცის, რომ ზუმერში ყოველთვის ზუმერული, ანუ, ბაზარზე საუკეთესო ფასებია. ამიტომაც, წლევანდელი კამპანიის მიზანი უკვე ის არის, რომ ზუმერი საახალწლო საჩუქრების შესაძენად ჩინებულ და ყველასთვის სასურველ ადგილად წარმოვაჩინოთ. მართლაც — რას ელოდება შენი სანტა? მოვიდეს ზუმერში, სანამ ფული მიმოფანტა".

თუკი ვიდეო ჯერ კიდევ არ გინახავს, შეგიძლია ამ აბზაცის შემდეგ თამამად ჩაუჯდე და დაიმახსოვრო მთავარი, რომ საჩუქრების დროა, რას ელოდები?