The Queen's Gambit-ის სცენარისტმა აღიარა, რომ გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა — ადვოკატი
ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, სერიალ ლაზიერის გამბიტის სცენარისტმა და პროდიუსერმა, ფრენკ სკოტმა აღიარა, რომ გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა. მისი განმარტებით, ეს ადასტურებს Netflix-ის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას.
ადვოკატი ამბობს, რომ Netflix-მა დააყენა შუამდგომლობა სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ. როგორც ისინი განმარტავენ, თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ დაცვის მხარე ასე მოიქცეოდა და ამის საპასუხოდ, მოითხოვდნენ სკოტის დაკითხვას.
"ზუსტად ასე განვითარდა პროცესები. Netflix-მა თავისი პოზიციის გამამყარებელ არგუმენტად წარმოადგინა ფრეიმ სკოტის დაკითხვა, ოღონდ ეს დაკითხვა აწარმოა თავად. მოგეხსენებათ ასეთ დროს ეს დაკითხვა არის იურისტების მიერ დავარცხნილი, დალაგებული ტექსტი. სკოტის ამ ჩვენებას მიყვება შემდეგ ნეთფლიქსის პოზიცია.
რახან Netflix-მა ეს სვლა გააკეთა, რასაც ველოდებოდით და ვგეგმავდით, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ფრეიმ სკოტის დაკითხვა, კასპაროვის დაკითხვაც სხვათა შორის", — ამბობს ადვოკატი.
Netflix დათანხმდა ბრალდების მხარეს სკოტის დაკითხვაზე, თუმცა ამ ეტაპზე უარი უთხრა დაეკითხა გარი კასპაროვი. ადვოკატი განმარტავს, რომ კასპაროვმა ძალიან კარგად იცის ვინ არის ნონა გაფრინდაშვილი და რა დამსახურებები აქვს მას. კასპაროვი სერიალის მრჩეველი იყო და შესაბამისად, ადვოკატის განმარტებით, მისი დაკითხვა ბრალების მხარის პოზიციებს გაამყარებს.
"დავა შეეხება იმ კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც საუბარია, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასოდეს უთამაშია მამაკაც მოჭადრაკეებთან და ამავდროულად იგი მოხსენიებულია თითქოს, არა პირდაპირ, მაგრამ იგი მოხსენიებულია რუს მოჭადრაკედ. ამ დაკითხვამ უკვე შექმნა ცხადი სურათი, ანუ ჩვენს შესაგებელში უკვე სკოტის ჩვენებას ვიყენებთ საჩვენოდ. ნეთფლიქსმა თავის შუამდგომლობაში სკოტის ჩვენება დაურთო, როგორც მისი სასარგებლო მტკიცებულება", — ამბობს ადვოკატი.
Netflix-ის შუამდგომლობასა და გაფრინდაშვილის საპასუხო პოზიციასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი 24 იანვარს, ზეპირ მოსმენაზე გახდება.
სერიალი ლაზიერის გამბიტი ახალგაზრდა მოჭადრაკე ბეტ ჰარმონზე გვიყვება, რომელიც კაცებით დომინირებულ ჭადრაკის სამყაროში თავის დამკვიდრებას ცდილობს. ლაზიერის გამბიტით სერიალის მოყვარულები საქართველოში განსაკუთრებით დაინტერესდნენ, რადგან ნეტფლიქსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტში ქართული ჭადრაკის ლეგენდა — ნონა გაფრინდაშვილია ნახსენები.
ამ დეტალს მაყურებელთა კრიტიკა მალევე მოჰყვა, რადგან ყველამ, ვისაც კი ნონა გაფრინდაშვილის შესახებ სმენია, სერიალში გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია მაშინვე შენიშნა. სერიალის ბოლო ეპიზოდში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის გამომცხადებელი აღნიშნავს, რომ გაფრინდაშვილი კაც მოთამაშეს არასდროს შეხვედრია, რაც სიმართლეს არ შეესამება.
სერიალის გამოსვლიდან თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოხვდა. გამოცემა The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა მოჭადრაკემ სტრიმინგ კომპანია ნეტფლიქსის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში წამოიწყო. გაფრინდაშვილი ნეტფლიქსისგან $5 მილიონს ითხოვს.
ქართველი მოჭადრაკის სარჩელში კაცების წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის წარმატებული ასპარეზობა დეტალურადაა განხილული. სარჩელში ვკითხულობთ, რომ გაფრინდაშვილი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ გამოცდილ კაც ჩემპიონს შეხვედრია, სერიალში ნათქვამი ფრაზა კი მას, როგორც მოქმედ მოთამაშეს, პროფესიულ ზიანს აყენებს.
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები