პაპუაშვილი: ბიოგრაფიებსა და თარიღებზე ატეხილი ეს ისტერია რუსული რბილი ძალის დეზინფორმაციით მოქმედების საუკეთესო მაგალითია
ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ისტორიის სახელმძღვანელოს ირგვლის დაწყებული კრიტიკა "ისტერიაა", რომელიც რუსული რბილი ძალის მოქმედების საუკეთესი მაგალითია.
დეპუტატი წერს, რომ წიგნში მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიაცაა და "21-ე საუკუნის ცენზორებმა კიდევ ერთი სიყალბის კამპანია დაიწყეს". ის აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორსაც და ამტკიცებს, რომ NGO-ები არაფერს აკეთებენ, როცა დეზინფორმაციის წყარო ნაციონალური მოძრაობააა.
"ისტორიის სახელმძღვანელოზე გაჩაღებულმა ისტერიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი რამ:
- სადაც ნაციონალური მოძრაობაა, იქ ყოველთვის სიყალბეა;
- დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები თითს თითზე არ აკარებენ, როცა დეზინფორმაციის წყარო ნაციონალური მოძრაობაა....
განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე. წიგნებში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.
დიოგენეს სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოს სწრაფვა ევროპისა და ნატოსკენ მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც მოჰყვა რუსეთის მცდელობა, ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის, რაც უშედეგო გამოდგა და ერთადერთ საშუალება საქართველოს სამხედრო კონფლიქტში იმგვარად ჩართვა დარჩა, რომ აგრესორი საქართველო გამოსულიყო.
"2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა. 2008 წლის 8-10 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით სამხედრო ძალა შემოიყვანა", — წერია დიოგენეს სახელმძღვანელოში.
რაც შეეხება, გამომცემლობა ლოგოს პრესს, რუსეთ-საქართველოს ომზე საუბარი წიგნში ნატოს ბუქარესტზე მიღებული გადაწყვეტილებით იწყება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებოდნენ, რამაც რუსეთის ფედერაცია "კიდევ უფრო გააღიზიანა". ამის შემდეგ სკოლის მოსწავლეები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიას ეცნობიან, სადაც მისი საქმიანობის შესახებ ქრონოლოგიურადაა მოთხრობილი. ომზე თხრობა გრძელდება 2008 წლის ზაფხულში ცხინვალის რეგიონში მდგომარეობის დაძაბვაზე საუბრით.
"7 აგვისტოს რუსეთმა კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოებისა და ცხინვალის მოსახლეობის დაცვის მოტივით, როკის გვირაბის გავლით რეგიონში მრავალათასიანი ჯარი და სამხედრო ტექნიკა შეიყვანა, 8 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო", — წერია ლოგოს პრესის სახელმძღვანელოში.
დღეს, 6 დეკემბერს, განათლების სამინისტროსთან ამ სახელმძღვანელოების გასაპროტესტებლად მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ წიგნებიდან "პროპაგანდისტული ჩანაწერების" ამოღებას.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მე-9 კლასის სახელმძღვანელოებში ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად. საჯარო განხილვაში ჩაერთნენ თავად სახელმძთვანელოების ავტორებიც. ისინი აცხადებენ, რომ მასალა და ციტატები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.
გაიგე მეტი:
- გათავისუფლდეს სკოლები სამინისტროს დიქტატისგან — მეგრელიშვილი
- მინისტრ ხუციშვილისთვის გაურკვეველია, რატომ მოჰყვა ისტორიის წიგნში ჩანაწერებს "აჟიოტაჟი"
- მეცენატი რომ იყო ბიძინა ივანიშვილი ეს არაა მართალი, თუ ქველმოქმედი რომ იყო და არის? — მდინარაძე ისტორიის წიგნზე
- რა, არ უნდა იყოს? — ღუდუშაური ისტორიის სახელმძღვანელოში ივანიშვილის ბიოგრაფიის შეტანაზე
- აგვისტოს ომი, ვარდების რევოლუცია და "მეცენატი" ივანიშვილი — როგორ ასწავლიან ბავშვებს ისტორიას
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები