დრეიკმა გრემის ნომინაციებზე უარი თქვა და დაჯილდოებას გამოეთიშა
დრეიკი გრემი 2022-ის ორ ნომინაციას საკუთარი სურვილით გამოეთიშა, თუმცა ამის მიზეზი არ დაუსახელებია.
35 წლის მომღერალმა მის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ გრემი 2022-ის ორ ნომინაციაზე — საუკეთესო რეპალბომი Certified Lover Boy-ისთვის და საუკეთესო რეპშესრულება მისი სიმღერისთვის Way 2 Sexy — უარი თქვა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დრეიკმა ნომინაციაზე უარი განაცხადა. 2018 წელს დრეიკმა თავისი ალბომი More Life არ წარადგინა, რადგან იმედგაცრუებული იყო იმ ფაქტით, რომ 2017 წლის საუკეთესო რეპსიმღერად მისი Hotline Bling დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ ის რეპის ელემენტებით არ ხასიათდებოდა.
"ეს შეიძლება იმიტომ ხდება, რომ წარსულში რეპის შემსრულებელი ვიყავი, ან იმიტომ, რომ შავკანიანი ვარ", — განაცხადა დრეიკმა, რომელიც ფიქრობს, რომ ჯილდოს განაწილებას რასობრივი საფუძველი აქვს.
"რეპის კატეგორიაში პრიზების გადმოცემით მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ ადგილი მომიჩინონ, რადგან ეს ერთადერთი მიმართულებაა, რომელიც ჩემთვის შესაფერისად მიაჩნიათ", — დასძინა მან.
გრემის აკადემიის დამოკიდებულება შავკანიანი მომღერლების მიმართ პროტესტისა და იმედგაცრუების მიზეზი ბევრჯერ გამხდარა. კანადელმა მომღერალმა The Weeknd-მა 2020 წელს გრემის აკადემიის შესახებ დაპოსტა, რომ ის "მუდმივად კორუმპირებული იქნება". გრემი 2019-ზე დრეიკმა რეპის კატეგორიაში სიმღერით God’s Plan გაიმარჯვა. მომღერალმა სიმღერის შესრულებაზე უარი განაცხადა და მისი გამოსვლა აკადემიის კრიტიკას დაუთმო, მაგრამ სიტყვა მანამდე შეაწყვეტინეს, სანამ აზრს დაასრულებდა და ახალი ნომინაცია გამოაცხადეს.
2021 წლის მარტში The Weeknd-მა პირობა დადო, რომ ცერემონიას მუდმივ ბოიკოტს გამოუცხადებდა და გრემზე მის სიმღერებს აღარ წარადგენდა. ამის მიზეზი კი "საიდუმლო კომიტეტის" მიერ ნომინანტების არჩევა იყო. 2021 წლის ცერემონიის შემდეგ გრემის აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ნომინანტების არჩევა "საიდუმლოდ" აღარ მოხდებოდა, რაც წლების განმავლობაში საბოლოო სიებს განსაზღვრავდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გრემი 2022-ის კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდა. ნომინაციებში ჯასტინ ბიბერი, Doja Cat, H.E.R, ოლივია როდრიგო და ბილი აილიში ლიდერობენ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები