საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არ ადასტურებენ გავრცელებულ ცნობებს იტალიის შენგენის ზონიდან გასვლის შესახებ:

"ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ეს ინფორმაცია, რომ ევროკავშირის სამიტი რომ ტარდება იტალიაში, ამ პერიოდში გამკაცრებული იქნება საზღვარზე შესვლა და უსაფრთხოების ზომები".

დიდი შვიდეულის სამიტი (G7) იტალიის კუნძულ სიცილიის ქალაქ ტაორმინაში 26-27 მაისს გაიმართება.