მასობრივი დეპორტაციისას დაღუპული ქართველის ოჯახს რუსეთი 70 000 ევროს გადაუხდის
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 26 მაისს დაამტკიცა შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და 2006 წელს დაღუპულ მანანა ჯაბელიას ოჯახს შორის. შეთანხმების მიხედვით, რუსულმა მხარემ ჯაბელიას ქმარ-შვილს, შახ და შახ კვარაცხელიებს მატერიალური და არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 3 თვეში უნდა გადაუხადოს 70 000 ევრო, პლუს, აანაზღაუროს ყველა ხარჯი, რაც კვარაცხელიებმა გასწიეს სასამართლო დავის დროს.
ევროსასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მოქალაქე მანანა ჯაბელია ოჯახთან ერთად მოსკოვში 1994 წელს დასახლდა, სადაც ბინადრობის მოწმობა ჰქონდა. 2006 წლის 5 ოქტომბერს ის მოსკოვის ბაზარში მუშაობისას, მასობრივი რეიდის დროს დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, მის პასპორტს ვადა ჰქონდა გასული და შესაბამისად, ბინადრობის მოწმობაც ძალადაკარგული იყო. სააპელაციო სასამართლომ 30 ნოემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც ეწერა, რომ ჯაბელიას არ დაურღვევია რუსეთში ცხოვრების წესები. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავებმა ის იზოლატორიდან არ გაათავისუფლეს. 2 დეკემბერს, დილის 05:30 საათზე, მანანა ჯაბელიას დაემართა გულის შეტევა. ადგილზე არ იმყოფებოდა ექიმი, რადგან მისი სამუშაო საათები ამოწურული იყო. ადგილზე მოსულ სასწრაფოს საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, საქმე 2007 წლის იანვარში მალევე შეწყდა "დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო".
კვარაცხელიების ოჯახი ევროსასამართლოში რუსეთს ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სიცოცხლის უფლების ხელყოფას ნიშნავს. მათი თქმით, რუსი სამართალდამცავებისთვის ცნობილი იყო დაკავებულის ავადმყოფობის შესახებ და მისი უკანონო დაკავებით რისკის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე და ვერ აიცილა სიკვდილი. დავის საგანი იყო მესამე მუხლი (არაადამიანური მოპყრობა) და მეთორმეტე მუხლი (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება).
რუსულმა მხარემ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წარუდგინა წერილი, სადაც ეწერა, რომ ის მზად იყო საქმე მორიგებით დაესრულებინა და კომპენსაცია გადაეხადა დაზარალებულთათვის. მორიგებაზე თანხმობა განაცხადა გარდაცვლილის ოჯახმაც. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნული მორიგება 2016 წლის 26 მაისს დაამტკიცა და საქმე ამორიცხა განსახილველი საქმეების სიიდან.
რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის პარალელურად, რუსეთის ხელისუფლებამ 2006 წელს რუსეთში მოაწყო მასობრივი რეიდი და საქართველოს ასეულობით მოქალაქე ღირსების შემლახავი მოპყრობით ქვეყნიდან გამოაძევა. მანანა ჯაბელიაც სწორედ ამ პროცესის დროს დაიღუპა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები