ნეო ისევ ყალბ რეალობაშია — ნახეთ The Matrix 4-ის ახალი ტრეილერი
The Matrix Resurrections-ის ახალი ტრეილერიდან ვიგებთ, რომ ნეო (კიანუ რივზი) ისევ ყალბ რეალობაშია გამომწყვდეული, თუმცა ის ამას ნელ-ნელა აცნობიერებს და დიდი თავგადასავლისთვის გვამზადებს.
ნეოს მიერ წარსულის გახსენების პროცესში ვერც მაყურებელი იქნება გულგრილი და არ არის გამორიცხული, რომ დეჟა-ვუ თქვენც განიცადოთ. მუსიკისა და დიალოგების ფონზე კი, სამყაროს რეალურობაში ეჭვი შეიძლება შეგეპაროთ.
ასეთ განცდებს მორფეუსის სიტყვებიც აძლიერებს, რომელიც დაბნეულ ნეოს ესაუბრება. "გაფიქრებინეს, რომ მათი სამყარო იყო ის, რასაც იმსახურებდი. მაგრამ შენი რაღაც ნაწილი გრძნობდა, რომ ეს სიცრუეა და მან გაიხსენა, თუ რა არის რეალობა", — ამბობს მორფეუსი, რომლის როლსაც ლოურენს ფიშბორნის ნაცვლად ახალ ფილმში იაია აბდულ მატინი თამაშობს.
The Matrix Resurrections-ის რეჟისორი ისევ ლანა ვაჩოვსკია და ახალ ფილმში კიანუ რივზსა და კერი-ენ მოსთან ერთად, ჯესიკა ჰენვიკს, ჯონათან გროფსა და რამდენიმე ახალ მსახიობს შეხვდებით. გარდა ამისა, ნეოსა და ტრინიტის სასიყვარულო ისტორიის გაგრძელებასაც ვიხილავთ. "მას ჩემი სჯეროდა, ახლა ჩემი ჯერია, რომ მისი დავიჯერო", — ამბობს ნეო ტრინიტიზე და საყვარელი ქალისთვის მაყურებლებს დიდ ბრძოლას გვპირდება.
The Matrix Resurrections-ის პრემიერა 22 დეკემბერს შედგება.
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
კომენტარები