საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო პროდუქტი შექმნა
საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც თხილის, ვაშლისა და ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება სურს.
სიახლის ფარგლებში, ჯამში 20 000-დან 500 000 ლარამდე მოცულობის ფინანსური რესურსის ათვისება იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ტრანშებად, მიზნობრიობის დადასტურების შემდეგ მოხდება.
მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი მხოლოდ მოსავლის მიღების შემდგომ დაიწყებს გადახდას. ეს საგრძნობლად შეუწყობს ხელს ბიზნესის სტაბილურ განვითარებას და საწყის ეტაპთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვას. გარდა ამისა, მეტი კომფორტისთვის, შესაძლებელი იქნება დამატებით 60 თვემდე საშეღავათო პერიოდით სარგებლობა.
იმისთვის, რომ შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა შეძლოთ, უნდა გქონდეთ აგრო მიმართულების სფეროში (მეხილეობა, მემცენარეობა) 2-წლიანი გამოცდილება ან გყავდეთ კვალიფიციური აგრონომი/კონსულტანტი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები ინდივიდუალური დაფარვის გრაფიკითა და თანამონაწილეობის კომპონენტით შეძლებენ სარგებლობას. თანამონაწილეობისას შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს მიწის ნაკვეთი, რომელზეც ინვესტიცია ხორციელდება. ვრცლად პროდუქტისა და თანამონაწილეობის სქემის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
"საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს აგროსექტორის მხარდამჭერი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას. ამჯერად მომხმარებელს მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალ პროდუქტს ვთავაზობთ. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მომხმარებელი გადახდას მხოლოდ პირველი მოსავლის მიღების შემდეგ დაიწყებს და ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს 60 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესის საწყის ეტაპზე განვითარებას. ამასთან, მომხმარებელი მისთვის ხელსაყრელი დაფარვის გრაფიკით ისარგებლებს და რაც მთავარია, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ბანკი მას ბიზნესის გასავითარებლად მნიშვნელოვან ცოდნას და ექსპერტების გამოცდილებასაც გაუზიარებს. ჩვენი მიზანია, მეტ ადამიანს შევუწყოთ ხელი საკუთარი აგრო საქმიანობის წამოწყებაში და მის შემდგომ განვითარებაში", — განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები