Glovo ეხმაურება მათი კურიერების მონაწილეობას მწვანე პასპორტების საწინააღმდეგო აქციაში და აცხადებს, რომ ეს არ არის კომპანიის ოფიციალური პოზიცია. მეტიც, კომპანიაში ამბობენ, რომ კურიერები გააფრთხილეს, არ გამოიყენონ Glovo-ს სიმბოლიკა არასამუშაო საათებში.

"გვსურს აღვნიშნოთ, რომ ანტივაქსერულ აქციაზე რამდენიმე პარტნიორი კურიერის კომპანიის სიმბოლიკით გამოჩენა, არ წარმოადგენს Glovo-ს პოზიციას და არ შეესაბამება ორგანიზაციის შინაგანაწესს. პარტნიორ კურიერებს უკვე მიუვიდათ გაფრთხილება, რომ მათ არ გამოიყენონ კომპანიის სიმბოლიკა არასამუშაო საათებში.

Glovo სრულიად დისტანცირებულია ამ აქციებიდან. უფრო მეტიც, ვაგრძელებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ვაქცინაციის წასახალისებლად და გვჯერა, რომ პანდემია მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის საშუალებით დასრულდება", — აცხადებენ კომპანიაში.

Glovo-ში ამტკიცებენ, რომ კურიერების უმრავლესობა აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში.

5 დეკემბერს თბილისში მწვანე პასპორტების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელსაც კომპანიის შეუერთდნენ Glovo-ს კურიერებიც.

გაიგე მეტი: