ენმ-ს აწყობს, რომ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცოტა სხვა წარმოდგენები იყოს — მდინარაძე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, შესაძლოა, ნაციონალურ მოძრაობას აწყობდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე "ცოტა სხვა წარმდგენები იყოს". ასე გამოეხმაურა ის ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებას, რომ ექსპრეზიდენტს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ასმევდნენ.
"მე არ ვარ ექიმი, რომ რომელიმე მედიკამენტის დანიშვნის თუ არდანიშვნის საკითხი ახლა გავარჩიო. მე ერთ რამეს ვხვდები, ჩემი ეჭვია უბრალოდ, ამის იქით მე ვერ წავალ, უბრალოდ ჩემი ეჭვია, აბსოლუტურად გონივრული, რომ იმ განცხადებების შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში აკეთა, ვიღაცას ძალიან აწყობს — მათ და არა ვიღაცას, კიდევ უფრო ზუსტად — რომ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცოტა სხვა წარმოდგენები იყოს, მათ შორის, შესაძლებელია, სამართლებრივი თვალსაზრისითაც კი", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
4 დეკემბერს ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა. ჯიშკარიანის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის სამედიცინო ბარათში არ წერია, რატომ იღებდა ექსპრეზიდენტი ნეიროლეპტიკურ პრეპარატს. მისვე თქმით, სააკაშვილმა იცოდა, რომ საძილე მედიკამენტს იღებდა.
5 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ ექსპრეზიდენტი თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ "ნელ-ნელა მიდის უკან".
გაიგე მეტი:
- უშედეგოდ ვითხოვთ რუსთავში და გლდანში ყოფნის პერიოდის სამედიცინო ისტორიას — სააკაშვილის ადვოკატი
- სტაციონარული მულტი-დისციპლინური მკურნალობა კვლავ ესაჭიროება — ცენტრი ემპათია სააკაშვილზე
- გორის ჰოსპიტალში გადმოყვანის შემდეგ რამდენიმე დღე უკეთესად იყო, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკან — ალასანია სააკაშვილზე
- სააკაშვილმა იცის, რომ იღებდა, მაგრამ მან იცოდა, რომ საძილე იყო — ჯიშკარიანი ფსიქოტროპულზე
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები