ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა — უდუმაშვილი სახელმძღვანელოებზე
დეპუტატ ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, მე-9 კლასის სახელმძღვანელოებში ჩანაწერი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ "ისტორიის გადაწერის მცდელობაა". მისი თქმით, სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან იმა,ს რაც არის მმართველი პარტიის ნარატივი.
"ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა. თანამედროვე ისტორიის გადაწერის მცდელობა. ეს არის სწორედ ის, რა ნარატივსაც ჩვენ ვისმენთ 2012 წლის შემდეგ სახელმწიფოს უმაღლესი პირების მხრიდან, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო, თითქოს, ომი", — განაცხადა უდუმაშვილმა.
განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე. წიგნებში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.
დიოგენეს სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოს სწრაფვა ევროპისა და ნატოსკენ მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც მოჰყვა რუსეთის მცდელობა, ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის, რაც უშედეგო გამოდგა და ერთადერთ საშუალება საქართველოს სამხედრო კონფლიქტში იმგვარად ჩართვა დარჩა, რომ აგრესორი საქართველო გამოსულიყო.
"2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა. 2008 წლის 8-10 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით სამხედრო ძალა შემოიყვანა", — წერია დიოგენეს სახელმძღვანელოში.
რაც შეეხება, გამომცემლობა ლოგოს პრესს, რუსეთ-საქართველოს ომზე საუბარი წიგნში ნატოს ბუქარესტზე მიღებული გადაწყვეტილებით იწყება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებოდნენ, რამაც რუსეთის ფედერაცია "კიდევ უფრო გააღიზიანა". ამის შემდეგ სკოლის მოსწავლეები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიას ეცნობიან, სადაც მისი საქმიანობის შესახებ ქრონოლოგიურადაა მოთხრობილი. ომზე თხრობა გრძელდება 2008 წლის ზაფხულში ცხინვალის რეგიონში მდგომარეობის დაძაბვაზე საუბრით.
"7 აგვისტოს რუსეთმა კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოებისა და ცხინვალის მოსახლეობის დაცვის მოტივით, როკის გვირაბის გავლით რეგიონში მრავალათასიანი ჯარი და სამხედრო ტექნიკა შეიყვანა, 8 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო", — წერია ლოგოს პრესის სახელმძღვანელოში.
დღეს, 6 დეკემბერს, განათლების სამინისტროსთან ამ სახელმძღვანელოების გასაპროტესტებლად მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ წიგნებიდან "პროპაგანდისტული ჩანაწერების" ამოღებას.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მე-9 კლასის სახელმძღვანელოებში ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად. საჯარო განხილვაში ჩაერთნენ თავად სახელმძთვანელოების ავტორებიც. ისინი აცხადებენ, რომ მასალა და ციტატები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.
გაიგე მეტი:
- გათავისუფლდეს სკოლები სამინისტროს დიქტატისგან — მეგრელიშვილი
- მინისტრ ხუციშვილისთვის გაურკვეველია, რატომ მოჰყვა ისტორიის წიგნში ჩანაწერებს "აჟიოტაჟი"
- მეცენატი რომ იყო ბიძინა ივანიშვილი ეს არაა მართალი, თუ ქველმოქმედი რომ იყო და არის? — მდინარაძე ისტორიის წიგნზე
- რა, არ უნდა იყოს? — ღუდუშაური ისტორიის სახელმძღვანელოში ივანიშვილის ბიოგრაფიის შეტანაზე
- აგვისტოს ომი, ვარდების რევოლუცია და "მეცენატი" ივანიშვილი — როგორ ასწავლიან ბავშვებს ისტორიას
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები