გათავისუფლდეს სკოლები სამინისტროს დიქტატისგან — მეგრელიშვილი
განათებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით პრობლემა არა კონკრეტულ სახელმძღვანელოში ერთი თარიღი ან ერთი პიროვნების შესახებ ინფორმაციაა, არამედ ზოგადად, განათლების სისტემა. ასე ეხმაურება ის განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ მე-9 კლასის სახელმძღვანელოების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, თუმცა აცხადებს, რომ არ სურს ისტორიის მასწავლებლის კომპეტენციაში შეჭრა და კონკრეტული ისტორიული მოვლენების შეფასება.
"ისტორიის მასწავლებლის კომპეტენციაში კი არ შევდივარ, მე შევდივარ იმაში, რომ შეიძლება როგორც ასე დაწერო და ასეთი მოსაზრება გქონდეს, ისე განსხვავებული დაწერო. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ერთ წიგნზე ვმსჯელობთ და არა მრავალ წიგნზე, რომელთა ავტორებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ხედვა და მართლა სკოლები ირჩევდნენ, რომელიც სახელმძღვანელო გამოიყენონ, რომელი არ გამოიყენონ.
ამის მერე, ნაცები ხომ ისეთ ადგილას წაიყვანენ, რომელიც მათ მოეწონებოდათ, ქართული ოცნების წარმომადგენლები ისეთ ადგილას წაიყვანდნენ, რომელიც მათ მოეწონებოდათ, მღვდლები იქ წაიყვანდნენ სადაც თვითონ მოეწონებოდათ და მეც იქ წავიყვანდი ჩემს შვილს, სადაც მე მომეწონებოდა", — ამბობს მეგრელიშვილი.
დეპუტატი ამბობს, რომ უნდა იწერებოდეს ბევრი სახელმძღვანელო და მისი ავტორებს საჯარო დისკუსიის შესაძლებლობა ჰქონდეთ, მშობლები კი თავად ირჩევდნენ, რომელი წიგნით ისწავლონ მათმა შვილებმა.
"მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ გათავისუფლეს სკოლები სახელმწიფოს დიქტატისგან. ეს არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც სჭირს განათლების სისტემას — მშობლებმა დაიწყონ საკუთარი შვილების განათლებაზე ზრუნვა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვეშველება [...]
უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბევრი წიგნი დაიწეროს, ამ ავტორებმა ერთმანეთთან საჯაროდ იდისკუსიონ და ადამიანებმა გაიგონ, რა შეიძლება იყოს უფრო მართალი და რა შეიძლება იყოს უფრო ტყუილი. ახლა ვიღაცა ცდილობს, რომ მონოპოლია დაამყაროს ჭეშმარიტებაზე. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც შეიძლება ხდებოდეს", — განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა TV პირველის ეთერში.
განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. დიოგენეს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. გამომცემლობა ლოგოსპრესი კი, მოსწავლეებს ივანიშვილის შედარებით ვრცელ ბიოგრაფიას სთავაზობს და წერს, რომ ის ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედია, ხოლო პოლიტიკაში მოსვლამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აფინანსებდა. ამასთანავე, წიგნში წერია ინფორმაცია მისი დაარსებული ბანკების შესახებაც.
გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე. წიგნებში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.
დღეს, 6 დეკემბერს, განათლების სამინისტროსთან ამ სახელმძღვანელოების გასაპროტესტებლად მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ წიგნებიდან "პროპაგანდისტული ჩანაწერების" ამოღებას.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მე-9 კლასის სახელმძღვანელოებში ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად. საჯარო განხილვაში ჩაერთნენ თავად სახელმძთვანელოების ავტორებიც. ისინი აცხადებენ, რომ მასალა და ციტატები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.
გაიგე მეტი:
- რას პასუხობენ ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები კრიტიკას
- მინისტრ ხუციშვილისთვის გაურკვეველია, რატომ მოჰყვა ისტორიის წიგნში ჩანაწერებს "აჟიოტაჟი"
- პაპუაშვილი: იბრძვიან, რომ ივანიშვილის როლი ამოიღონ ისტორიიდან — ეს არის პირდაპირ ცენზურა
- მეცენატი რომ იყო ბიძინა ივანიშვილი ეს არაა მართალი, თუ ქველმოქმედი რომ იყო და არის? — მდინარაძე ისტორიის წიგნზე
- ისტორიის სახელმძღვანელოებში პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად — განათლების სამინისტრო
- რა, არ უნდა იყოს? — ღუდუშაური ისტორიის სახელმძღვანელოში ივანიშვილის ბიოგრაფიის შეტანაზე
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები