ბექაურის განცხადება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს შეიცავს — კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებებს საგანგაშოს უწოდებს. მათი შეფასებით, ბექაურის პათოსი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს შეიცავს.
საუბარია კახა ბექაურის განცხადებებზე, რომელიც მან 3 დეკემბერს, გია გაჩეჩილაძის გადაცემაში გააკეთა. ბექაურმა მედიებისთვის გარკვეული მექანიზმების შემოღებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მედია ხელს უწყობს "პოლარიზებას, სიძულვილის ენას, ერთმანეთის შეურაცხყოფას", რასაც "წერტილი უნდა დაუსვან".
"კომისიას აღნიშნული რეგულაციების მიღების არგუმენტად ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია მოყავს, თუმცა, თუ საქართველოს მედიაგარემოს და პოლიტიზირებული სახელმწიფო უწყებების კონტექსტს გავითვალისწინებთ, ცხადი ხდება, რომ რეალურად, მსგავსი ცვლილებები ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული", — აცხადებენ კოალიციაში.
მათივე თქმით, კომუნიკაციების კომისია იმეორებს მმართველი პარტიის რიტორიკას. კოალიციაში აცხადებენ, რომ საზოგადოებაში არსებული პოლიტიზების მიზეზი არა მედია, არამედ პოლიტიკური ძალებია, განსაკუთრებით კი ქართული ოცნება.
"ქართული ოცნება წლებია მედიის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა, რაც ძირითადად კრიტიკული მედიის წინააღმდეგაა მიმართული. შემთხვევითი არ არის, რომ შიდა დეზინფორმაციული კამპანიის თავდასხმის მთავარი ობიექტებიც სწორედ კრიტიკული ჟურნალისტები არიან. ჟურნალისტების დისკრედიტაციის და დაშინების არაერთი მაგალითი არსებობს. ხელისუფლება განაგრძობს კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტს და მონაწილეობას არ იღებს მათ პოლიტიკურ გადაცემებში, რაც ხელს უშლის მედიას საქმიანობაში და მაყურებელს ართმევს შესაძლებლობას გაეცნოს განსხვავებულ პოზიციებს", — აცხადებენ კოალიციაში.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის შეფასებით, მედიის გამოწვევების დაძლევის გზა საკანონდებლო რეგულაციები არ უნდა იყოს. პირიქით, კოალიციაში მიიჩნევენ, რომ ეს მარეგულირებელს ზეგავლენის ახალ ბერკეტს მისცემს და კიდევ უფრო დაამძიმებს მედიაგარემოს.
კოალიციაში მედიაში არსებული პრობლემების მოგვარებიზს გზად თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენება მიაჩნიათ.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს მედიისთვის გარკვეული მექანიზმების შემოღება სურს. მისი განცხადებით, დღევანდელი მედია ხელს უწყობს "პოლარიზებას, სიძულვილის ენას, ერთმანეთის შეურაცხყოფას", რასაც "წერტილი უნდა დაუსვან". ბექაურის თქმით, ამ მექანიზმების შემოღებით ეთერებიდან აღარ იქნება "სიძულვილის ენა, მედია ფაქტებს მაქსიმალური სიზუსტით მიაწვდის საკუთარ მაყურებელს, არ აურევს მოსაზრებას ფაქტში და განსხვავებული მოსაზრების ტირაჟირებას გააკეთებს".
გაიგე მეტი:
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები