ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე კლდის მასა ჩამოიშალა. ამ დროისთვის მონაკვეთზე ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში On.ge-ს განუცხადეს, ძალიან დიდი მასაა ჩამოსული და ამ დრომდე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.