მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თითბერიძე აცხადებს, რომ არ აქვთ წვდომა ექსპრეზიდენტის გლდანის სამკურნალო დაწესებულებასა და რუსთავის ციხეში ყოფნის ბოლო პერიოდის სამედიცინო ისტორიაზე. მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე აღარ იღებს ფსიქოტროპული მედიკამენტის დიდ დოზას.

"არ გვაქვს და უშედეგოდ ვითხოვთ რუსთავის ციხეში ყოფნის ბოლო პერიოდი და გლდანის დაწესებულებაში ყოფნის სრულ პერიოდზე სამედიცინო ისტორიას [...] ამ მედიკამენტს უკვე აღარ იღებს იმ დანიშნულებით, რა დანიშნულებითაც მიღებული ჰქონდა. ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ ეს მის მდგომარეობაზე აისახა — ბევრად უფრო ადვილია კომუნიკაცია, უფრო სხარტი გახდა", — განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

4 დეკემბერს ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა. ჯიშკარიანის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის სამედიცინო ბარათში არ წერია, რატომ იღებდა ექსპრეზიდენტი ნეიროლეპტიკურ პრეპარატს. მისვე თქმით, სააკაშვილმა იცოდა, რომ საძილე მედიკამენტს იღებდა.

5 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ ექსპრეზიდენტი თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ "ნელ-ნელა მიდის უკან".

გაიგე მეტი: