დიდი მადლობა, გაა*ვით — რიდლი სკოტი ინტერვიუერს, რომელმაც მისი ახალი ფილმი რეალისტურობით ძველებს შეადარა
ცნობილი ადამიანები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყოველთვის ცდილობენ, ჟურნალისტების კეთილგანწყობა მოიპოვონ, რადგან მათი "იმიჯის" შექმნა დიდწილად სწორედ მედიაზეა დამოკიდებული. თუმცა, იშვიათ გამონაკლისებში შედის რიდლი სკოტი, რომელმაც, ერთი შეხედვით, უწყინარი შედარების გამო, ინტერვიუერი გალანძღა.
84 წლის რეჟისორს თავის ბოლო ნამუშევარზე, The Last Duel-ზე, ეკითხებოდნენ, როცა ინტერვიუერმა სასხვათაშორისოდ აღნიშნა, ეს ფილმი თქვენს წინა ნამუშევრებზე "უფრო რეალისტურიაო".
ოსკარის სამგზის ნომინანტმა სკოტმა კი, არც აცია, არც აცხელა, უწმაწური ფრაზით უპასუხა.
"ძალიან რეალისტური ფილმია", — ასე შეაფასა ინტერვიუერმა The Last Duel, — "უფრო რეალისტური, ვიდრე ზეციური სამეფოა, ან რობინ ჰუდი, მაგალითად..."
"სერ, შეგე*ით. შეგე*ით. დიდი მადლობა. შეგე*ით. გაა*ვით, სერ. მიდით".
სკოტის გაღიზიანება, შეიძლება, ისტორიული მხატვრული ფილმების შეფასების ინდიკატორად "სიზუსტისა" და "რეალისტურობის" მოყვანამ გამოიწვია.
The Last Duel-ის გარდა, წელს რიდლი სკოტის კიდევ ერთი ფილმი, House of Gucci გამოვიდა, რომლის პრემიერაც არცთუ დიდი ხნის წინ შედგა.
ინტერვიუში სკოტმა მილენიალები The Last Duel-ის ფინანსურ წარუმატებლობაშიც დაადანაშაულა. პროექტმა $70 მილიონზე მეტით იზარალა.
"დღეს ჩვენ გვყავს აუდიტორია, რომელიც ტელეფონებზე გაიზარდა", — აცხადებს სკოტი ერთ-ერთ პოდკასტში, — "მილენიალები, რომელთაც არაფრის სწავლა არ უნდათ, თუ ამას ტელეფონზე არ ეტყვი".
თუმცა, სკოტი დასძენს, რომ თავის კარიერაში შექმნილ არცერთ ფილმზე მუშაობას არ ნანობს.
"ყოველთვის ვერ მოიგებ", — აღნიშნავს რეჟისორი, — "დიდი ხანია, ვისწავლე, რომ საკუთარი თავის კრიტიკოსი თავადვე უნდა იყო. ერთადერთი რაზეც საკუთარი აზრი მართლა უნდა გქონდეს, შენივე ნამუშევარია. უბრალოდ, გაიარე. მთავარია, ბედნიერი იყო და უკან არ მოიხედო. ასეთი ვარ მე".
ცოტა ხნის წინ სკოტმა აგრეთვე გააკრიტიკა გუჩის ოჯახი, რომელიც House of Gucci-ში მონაწილე მსახიობებზე პრეტენზიას გამოთქვამდა.
"რასაც ოჯახიდან გადასაღებ მოედანზე გვწერდნენ, შემაშფოთებლად შეურაცხყმყოფელი იყო", — დასძენს რეჟისორი, — "ამბობდნენ, რომ ალ პაჩინო ალდო გუჩის ფიზიკურად ვერ განასახიერებს. და მაინც, ალ პაჩინოზე უკეთ ვინ განასახიერებდა მათ? უკაცრავად! მგონი, მსოფლიოში თქვენი როლის საუკეთესოდ შემსრულებელი მსახიობები გყავთ, ძალიან გაგიმართლათ".
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
კომენტარები