Meta გადახდის ახალ ხელსაწყოს, Split Payment-ს გვთაზობს. ახალი ფუნქცია პირდაპირ ფეისსბუქის მესენჯერშივე იქნება ჩაშშენებული. ამის შესახებ Meta-მ პარასკევს გვამცნო.

"თუ სამეგობროს საერთო ვახშმების გადახდის დროს დისკომფორტი გექმნებოდათ, ან თქვენს რუმმეითთან ქირის ფულის გაყოფა გსურთ, ამის გაკეთება აწი ძალიან გაგიმარტივდებათ. მომდევნო კვირიდან, მესენჯერის ამერიკელ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ Split Payment და გაუზიარონ გადახდები მეგობრებს" — ვკითხულობთ Facebook-ის ბლოგიდან.

ამ ფუნქციის გასააქტიურებლად "Get Started" ღილაკს ან Payment Hub-ში ან ნებისმიერ საერთო ჩათში უნდა დავაწვეთ. თვენ შეძლებთ ზუსტად გაყოთ გადასახდელი თანხა ჩათის ყველა მონაწილეზე ან მიუთითოდ კონკრეტული რაოდენობები თუ ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს.

ეს ყველაფერი ნამდვილად კარგი და მარტივია, თუმცა არის კი უსაფრთხო? Facebook-ს უსაფრთხოების პრობლემმები ხშირად ექმნება და ინფორმაციის გაჟონვის არაერთი მაგალითიც გვინახავს. სწორედ ამიტომ, საკითხავია რამდენად სანდო იქნება საგადახდო ინფორმაციის გატარება მესენჯერში.

მსგავს პროდუქტს უკვე გვთავაზობს Venmo, რომელსაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ არ შექმნია. მომხმარებლებმა შესაძლოა ისეთი სერვისი ამჯობინონ, რომელთანაც მათი ფინანსური დეტალები მეტად დაცული იქნება.

ამასთანავე, იმისათვის რომ Split Payments-მა წარმატებას მიაღწიოს, Meta-მ უნდა იფიქროს თუ როგორ აღიქმება მათი პროდუქტი. ამაში კი მხოლოდ სახელის შეცვლა არ იგულისხმება.

ის, რაც პირველი მესენჯერზე გვახსენდება ადამიანებთან კომუნიკაციაა. მას ჩვენ ოჯახთან და მეგობრებთან დასაკვშირებლად ვიყენებთ და არა ფინანსური ოპერაციების გასახორციელებლად. შეძლებს თუ არა ფეისბუქის მესენჯერი ამ ბაზარზე ფეხის მოკიდებასა და თავის დამკვირდრებას, ამას მხოლოდ დრო გვანახებს. ფინტექ სამყაროს განვითარების მზარდი ტემპის ფონზე ფეისბუქს ბევრი მუშაობა.

ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ამ ფუნქციის გლობალურ მასშტაბზე გამოშვებას, რათა ამერიკის გარეთაც შევძლოთ მისი გამოყენება და გატესტვა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.