ჯორჯ კლუნი განმარტავს, თუ რატომ თქვა უარი $35 მლნ-ზე ერთდღიან სამუშაოში
ჯორჯ კლუნი იმ ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი. Guardian-თან ინტერვიუში ოსკაროსანმა მსახიობმა და პროდიუსერმა განაცხადა, რომ მან უარი თქვა 35 მილიონ დოლარზე, რომელსაც ერთი დღის მუშაობის სანაცვლო უხდიდნენ.
"ავიაკომპანიის რეკლამაში მონაწილეობისთვის, რომელსაც მხოლოდ ერთი სამუშაო დღე სჭირდებოდა, 35 მილიონ დოლარს მთავაზობდნენ. ამის შესახებ ჩემს ცოლს (ცნობისთვის, კლუნის ცოლი ადვოკატია ადამიანის უფლებების მიმართულებით) ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ შემოთავაზებაზე არ უნდა დავთანხმებულიყავი. ეს რეკლამა ისეთ ქვეყანას უკავშირდებოდა, რომელიც სხვებთან კი თანამშრომლობს, მაგრამ მაინც საეჭვო რეპუტაცია აქვს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ თუ მონაწილეობა ერთი წუთით მაინც არ მომცემდა მშვიდი ძილის საშუალებას, მაშინ არ ღირდა", — ამბობს კლუნი.
უნდა აღინიშნოს, რომ სამსახიობო კარიერის გარეთ ჯორჯ კლუნის მუშაობა მისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ წყაროს წარმოადგენს. Nespresso-ს რეკლამაში მონაწილეობამ მსახიობს 40 მლდ დოლარი მოუტანა, ხოლო საკუთარი ტეკილას მწარმოებელი კომპანიის, Casamigos-ის, გაყიდვით კლუნმა მილიარდი დოლარი მიიღო.
კლუნს იმის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა, თუ რატომ შეანელა სამსახიობო კარიერა დაქორწინების შემდეგ. " ზოგადად, ისეთი კარგი როლები არც ისე დიდი რაოდენობით შემორჩა, რომელშიც მონაწილეობის მიღებას ვისურვებდი. გასულ ზაფხულს, როცა 60 წლის გავხდი, ცოლთან ამ თემაზე ვისაუბრე. ორივეს გვიყვარს საკუთარი საქმე და მე, რა თქმა უნდა, ისევ შემიძლია, ფილმებშიც მივიღო მონაწილეობა, მაგრამ არ გვინდა, ისეთ შემოთავაზებებს დავთანხმდეთ, რომელთა გამოც სულელურ პოზიციაში აღმოვჩნდებით. ასე რომ, მე და ჩემს ცოლს გვსურს, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ", — უპასუხა მსახიობმა.
მსახიობმა აღნიშნა, რომ ის მალე ავსტრალიაში წასვლას აპირებს, სადაც ჯულია რობერტსთან და კეიტლინ დევერთან ერთად ახალი ფილმში, სახელად Ticket To Paradise, მიიღებს მონაწილეობას. მსახიობმა ასევე გაამხილა, რომ მომავალ ზაფხულს ბრეტ პიტთან ერთად კიდევ ერთ ფილმში ითამაშებს, თუმცა ინტერვიუში არ აღნიშნა, თუ რომელ ფილმზეა საუბარი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები