მინისტრ ხუციშვილისთვის გაურკვეველია, რატომ მოჰყვა ისტორიის წიგნში ჩანაწერებს "აჟიოტაჟი"
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, მისთვის გაურკვეველია, რატომ მოყვა ისტორიის წიგნში ჩანაწერებს "აჟიოტაჟი", როცა იქ მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი და არ არის მოყვანილი შეფასებები. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტმა ხუციშვილს ჰკითხა, რას ფიქრობდა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოზე, სადაც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის "ქება-დიდებაა" და 2008 წლის ომზე წერია. კერძოდ, მან იკითხა მიაჩნია თუ არა მინისტრს, რუსულ ნარატივად ის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე 8-10 აგვისტოს შემოვიდნენ. პასუხად ხუციშვილმა განახადა:
"წიგნთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც მივიღე და რაც მე ვნახე, იქ მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებია და არ არის მოყვანილი გარკვეულწილად შეფასებები. თქვენ ახსენეთ ქება-დიდება და მე იქ ვნახე უბრალოდ ბიოგრაფია ადამიანების, რომლებიც იყვნენ საქართველოს პირველი პირები წლების განმავლობაში და შესაბამისად, გაურკვეველია რაზე ხდება ამ აჟოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი", — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
აღსანიშნია, რომ ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვებს მან არ უპასუხა.
გაიგე მეტი:
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები