2%-იანზე უფრო მაღალ საარჩევნო ბარიერს მხარს არ დავუჭერთ — რაქვიაშვილი
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ 2%-იანზე უფრო მაღალ საარჩევნო ბარიერის პარტია მხარს არ დაუჭერს. ის ამბობს, რომ საკონსტიტუციო რეფორმებზე მსჯელობა პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს და გადაწყვეტილებას შესაბამისი განხილვების შემდეგ მიიღებენ.
"მხარს ვუჭერთ 2%-იან ბარიერს და არ დავუჭერთ [მხარს] არანაირ უფრო მაღალ ბარიერს. კონკრეტული ფორმულირება როგორ იქნება, სიტყვების თამაში იქნება ეს თუ მნიშვნელოვანი ცვლილება, ამის მიხევდით მივიღებთ უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას. მთავარია, რომ ბარიერი იყოს დაბალი, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს დაბალი ბარიერით [...]
საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსია პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. ზოგადად, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ნორმალური, საქმიანი საუბრები გვექნება, იმიტომ, რომ ამ მომენტში ეს [საარჩევნო ბარიერი] ისევ პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდა", — განაცხადა რაქვიაშვილმა.
30 ნოემბერს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტის ფარგლებში საარჩევნო ბარიერის დაწევა მმართველი პარტიის "კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული". შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს, სადაც განსაზღვრული იყო, რომ საარჩევნო ბარიერი 0-სა და 2%-ს შორის უნდა ყოფილიყო პარლამენტმა, მათ შორის ქართულმა ოცნებამ პირველი მოსმენით მხარი ჯერ კიდევ 7 სექტემბერს დაუჭირა.
კობახიძის ამ განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა როგორც ოპოზიციისგან, ისე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ კობახიძემ ამით მორიგი "გადაგდება" დააანონსა. ლელოს გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ კი თქვა, რომ მნიშვნელოვანია ამ განცხადებას წინააღმდეგობა შეხვდეს.
კობახიძიეს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც. მან თქვა, რომ ერთი აზრის დომინირება დემოკრატიას რისკის ქვეშ აყენებს და ეს "ზოგიერთს, ალბათ, არ ესმის". დეგნანის საპასუხოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ თავად არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, აშშ-ს ელჩი კი არა, რაზეც დეგნანმა უპასუხა, რომ საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილება მასაც აქვს. საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ კობახიძეს მოუწოდა, თავი დაანებოს კელი დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას, რადგან ამ ბრძოლას ყოველთვის წააგებს.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
კომენტარები