პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ კაზინოების რეგულაციის შესახებ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დააინიცირებენ. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ამ თემაზე პარლამენტთან კონსულტაციები უკვე გამართა.

"ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით, ბატონ ლაშას [ხუციშვილს] ჰოქონდა საუბარი პარლამენტთან, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ამ კვირაში მოხდება უკვე ინიცირება კანონპროექტის. უფრო ჩქარა რომ განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

22 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები. ინიციატივა გულისხმობს პირველ ეტაპზე, ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას და რეკლამების აკრძალვას, მეორე ეტაპზე, კი ონლაინ კაზინოთა სრულად აკრძალვა. გარდა ამისა, მისივე თქმით, მომხმარებლებისთვის ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე უნდა გაიზარდოს.

გაიგე მეტი: