დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 234, ხოლო გარდაიცვალა 63 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 855 კვლევა ტესტით, მათ შორის, 16 445 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 410 PCR ტესტით.

5 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,88%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 8,56% ხოლო 7 დღის მანძილზე — 8,13%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 867 071-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 809 830-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს ჯამში 12 407 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 924;
  • აჭარა — 89;
  • იმერეთი — 270;
  • ქვემო ქართლი — 130;
  • შიდა ქართლი — 83;
  • გურია — 27;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 119;
  • კახეთი — 66;
  • მცხეთა-მთიანეთი — 36;
  • სამცხე-ჯავახეთი — 27;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 808 საიდანაც: 6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 611, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 362.

1 121 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 37 232 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 36 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 41 509.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: