დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელია ქვეყანაში — 28%.

"პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორმე რომ გავზარდოთ, პირდაპირ გეტყვით, სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს — 28%. ყველა უნდა აიცრას, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, 60 წლის ზემოთ მოსახლეობა უნდა აიცრას კოვიდის საწინააღმდეგოდ", განაცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 4 301.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 162 475 შემთხვევა დადასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 133 511, ხოლო გარდაიცვალა 1 504 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR ტესტი.