შრომის ინსპექციის განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ ვისაც მწვანე სტატუსი არ აქვს, რესტორანში დაშვებამდე უშუალოდ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ ტესტირებას და მოუწოდებს შესაბამის ბიზნესსუბიექტებს, არ შესთავაზონ მომხმარებლებს მსგავსი მეთოდი.

"საზოგადოებრივი კვების ობიექტების მხრიდან მიმდინარე დღეებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვისაც არ აქვს "მწვანე სტატუსი", რესტორანში დაშვებამდე უშუალოდ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ სწრაფ ტესტირებას, რის შემდგომაც მოხდება მომხმარებლის ობიექტზე დაშვება და შესაბამისი სერვისის მიწოდება.

შრომის ინსპექცია განმარტავს და მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, ვინაიდან კოვიდ ტესტის აღებაზე უფლებამოსილება, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას, გააჩნია და მსგავსი ტესტირების უზრუნველყოფა არ შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი პირის მიერ", — აცხადებენ ისინი.

საქართველოში მწვანე პასპორტები პირველ დეკემბერს ამოქმედდა. ქვეყანაში 2 აპლიკაცია მუშაობს მწვანე პასპორტის ასაღებად და შესაბამისად, ორი ტიპის მწვანე საშვი გვაქვს. ერთს ევროკავშირი აღიარებს და ამ აპლიკაციით მწვანე პასპორტს ვერ აიღებენ ისინი, ვინც კორონავირუსი 6 თვეზე მეტი ხნის წინ გადაიტანა. სწორედ ამიტომ შეიქმნა მეორე აპლიკაცია, სადაც იმ პირების კოდებიც ჩანს, ვისაც კორონავირუსი დიდი ხნის წინ აქვს გადატანილი.

გაიგეთ მეტი: