"თაობათაშორისი დაპირისპირების" შესახებ კარგა ხანია, ადამიანებისთვის ცნობილია, თუმცა, ორი ეპოქის შვილთა ჯახი განსაკუთრებით მაინც ბოლო ათწლეულში გამწვავდა. მილენიალები, რომლებიც "გარდამავალ" პერიოდში გაიზარდნენ და Gen Z, რომელიც ტექნოლოგიების თაობაა, რბილად რომ ვთქვათ, ერთმანეთს მაინცდამაინც ვერ უგებენ. თმების გაყოფის ჩვევიდან ემოჯიების გამოყენებამდე — კამათის საფუძველი ყველაფერი შეიძლება გახდეს.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მილენიალებს Gen Z თაობაში მაინც ბევრი რამ მოსწონთ. რამდენიმე მათგანმა ღიად განაცხადა, რატომ სჯობს დღევანდელი თაობა თავიანთ თანატოლებს:

1. ხმის ამაღლება

"ნაღდად მილენიალებზე უკეთ გამოსდით ხმის ამაღლება. ისეთი პრობლემები, როგორიც ჰომოფობია, რასიზმი და ეკონომიკური უთანასწორობაა, მანამდე არ მესმოდა, სანამ 20 წელს არ გადავაბიჯე. Gen Z-მ ეს ყველაფერი იცის და მათ წინააღმდეგ ილაშქრებს კიდეც. ეს თაობა ძალიან მიყვარს, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ და ამისთვის მადლობელი ვარ".

2. მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა

ფოტო: Daniel Creel / Dribbble

"მომწონს, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებულ ტაბუს Gen Z უგულებელყოფს და თერაპიის მნიშვნელობას აფასებს. ამ ყველაფერზე ღიად საუბრობენ, თანაც ისე, რომ არავის განსჯიან".

3. ნიჰილისტური განწყობა

"მათი ნიჰილისტური დამოკიდებულებები მომწონს: 'არაფერს აქვს მნიშვნელობა, ასე სერიოზულადაც ნუ მიუდგები'".

4. სამუშაო ეთიკა

ფოტო: Next Rebel / Dribbble

"ვაფასებ, რომ მილენიალებისგან განსხვავებით, სამსახურს თავს არ აკლავენ".

5. გენდერული სტერეოტიპების უგულებელყოფა

"ნაკლებად იზღუდავენ საკუთარ თავს გენდერული ნორმებით. ბიჭებს იმ ფერის სამოსი აცვიათ, რომელიც მოსწონთ. კაცებისგან ემოციების გამოხატვაც არაა მათთვის უცხო".

6. სხეულის პოზიტიურად აღქმა

ფოტო: Medium

"მე ვიზრდებოდი ეპოქაში, სადაც სხეულის იდეალურ ფორმად ქერა, გამხდარ, დიდმკერდიან სექსსიმბოლოებს გვისახავდნენ. ახლა კი, ყველა ფორმის სხეულის წარმოჩენას და საკუთარი თავის სიყვარულს ვხედავ".

7. ცვლილებები

"ვფიქრობ, ეს ის თაობაა, რომელიც წინა თაობების დაშვებულ ბევრ შეცდომას გამოასწორებს. ისინი საკუთარ თავსაც და სხვა თაობებსაც ასწავლიან იმ რაღაცებს, რაც ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას".

8. სწავლისადმი შემართება

ფოტო: Permadi Satria Dewanto / Dribbble

"მომწონს, როგორი შემართულები არიან, რომ ახალი რაღაცები ისწავლონ. რეალურად, ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის გაუმჯობესება მოსწონთ და, ჩემი აზრით, ეს გადასარევია".

9. სოციალური პრობლემების გათავისება

"მათ სამართლიანობა, თანასწორობა, კლიმატის ცვლილება და მენტალური ჯანმრთელობა ძალიან ადარდებთ. ამასთან, ჩემთვის, პირადად, მათი ირონიული განწყობაც მისაღებია".

10. და ისევ სწავლა, ოღონდ სხვებისგან

ფოტო: Jerome Damey / Dribbble

"Gen Z ის პატარა და საყვარელი ბავშვია, რომელმაც თავისი უფროსი და-ძმის შეცდომებისგან ისწავლა და ყველაფერში მათზე ორჯერ უკეთესი გახდა. მილენიალები კი ამით მხოლოდ უნდა ამაყობდნენ —– ასე განაგრძეთ, მეგობრებო!".