ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე ვულკანი ამოიფრქვა. მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები — მათ დამწვრობები აღენიშნებათ. ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, მიმდებარე დასახლებებიდან მოქალაქეები ევაკუაცია განხორციელდა.

ოფიციალური პირების ცნობით, ტერიტორიიდან 900-მდე ადამიანი უკვე გაიყვანეს. თუმცა როგორც გამოცემა წერს, პროცესს კვამლი, ელექტროენერგიის გათიშვა და ამინდი აფერხებს.