ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართვენ, სადაც უკრაინაში არსებულ დაძაბულ ვითარებას განიხილავენ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

მათივე თქმით, ბაიდენი უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მოქმედებებზე აშშ-ის შეშფოთებას გაუსვამს ხაზს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს პირისპირ 16 ივნისს ჟენევის სამიტზე შეხვდა.

2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.

4 დეკემბერს ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაწესებულ "წითელ ხაზებს" არ შეეგუება. მისივე თქმით, აპირებს რუსეთს მის მეზობელ ქვეყანასთან კონფლიქტი გაურთულოს.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ახალი სამხედრო მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კრემლი 10 ნოემბერსაც გააფრთხილა.

გაიგე მეტი: