დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 4 732, ხოლო გარდაიცვალა 46 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 714 კვლევა ტესტით, მათ შორის, 20 679 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 035 PCR ტესტით.

3 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,04%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 8,63% ხოლო 7 დღის მანძილზე — 8,33%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 865 293-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 806 596-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს ჯამში 12 344 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 1 389;
  • აჭარა — 157;
  • იმერეთი — 776;
  • ქვემო ქართლი — 179;
  • შიდა ქართლი — 210;
  • გურია — 87;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 245;
  • კახეთი — 182;
  • მცხეთა-მთიანეთი — 66;
  • სამცხე-ჯავახეთი — 91;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 327 საიდანაც: 6 458 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 583, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 378.

1 242 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 38 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 36 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 42 080 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: