მიხეილ სარჯველაძე

3 Dec. 2021, 19:59

მე მინდოდა რამდენიმე საკითხზე გამოხმაურება, მაგრამ ის, რაც დღეს აქ მოვისმინეთ, უბრალოდ მავალდებულებს, რომ ცოტა სხვა აქცენტი გავაკეთო და აქცენტიც არა. რა თქმა უნდა, არ არის ეს ჩემი სათქმელი, რის თქმასაც ვაპირებ, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა არავინ გამოჩნდება, ვინც ამას გააკეთებს — მე მინდა ბოდიში მოვიხადო იმისვის, რაც თქვენ დღეს აქ მოისმინეთ. 

ეს არის მიუღებელი ადამიანურა და ეს არის ფსკერზე ქვემოთ. აბსოლუტურად დაუშვებელი ადამიანურად, არ ვიცი, უბრალოდ, ჰუმანიზმის, ქართველობის, პარლამენტარიზმის, ნებისმიერი კრიტერიუმის, სადაც არ უნდა ვთქვათ, რაც არ უნდა ვთქვათ. 

მეორე, ამ ფონზე მინდა ვთქვა და გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა, თუნდაც იმისთვის, რომ ოპოზიციიდან გამოთქმულ არცერთ კრიტიკულ სიტყვას თქვენ არ იმსახურებთ და რეალურად იმსახურებთ მადლიერებას, რეალურად ნაკეთები საქმეებისთვის, რომელიც რეალურად წარმოაჩენს ამ ქვეყანაში წარმატების მიღწევის ძალიან დიდ პერსპექტივებს, რომელიც იშლება ყოველდღიურად ამ საქმიანობის შედეგად. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მე მაგალითად ყოველთვის მექნება იმედი, რომ იქ, სადაც თქვენ ბრძანდებით, თქვენი გუნდია, რეალურად არის შესაძლებელი, რომ საქართველო წარმოჩნდეს, როგორც ლიდერი კაცობრიობაში. ეს შემიძლია დანამდვილებით და დაზუსტებით ვთქვა.

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და წულუკიანის ყოფილმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  2. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  3. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  4. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  5. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა

ყველამ ვიცით, რომ ჩახუტება ნუგეშთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ რას ამბობს მეცნიერება მისი გავლენის…