წულუკიანი: კარგი იქნება, თუ ფედერაციები პირველი ქალი მინისტრის პირობებში მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კარგი იქნება, თუ სპორტული ფედერაციები პირველი ქალი მინისტრის პირობებში "მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ". მისი თქმით, ქართულ სპორტს არ შეეფერება არჩევნებისას და სხვა სიტუაციებში სპორტსმენების ჩხუბი, თუმცა სხვა დროს, ტატამზე, ის მიესალმება ძალის გამოყენებას.
"ფედერაციები კარგი იქნება, თუ პირველი ქალი მინისტრის, სპორტის მინისტრის პირობებში მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ საქმიანი ურთიერთობისას, თორემ სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, როდესაც ეს სპორტისთვის აუცილებელია, ამას მხოლოდ, მაგალითად, ტატამზე მივესალმებით ძალის გამოყენებას და სხვის ჯობნას, ასევე, კრივში, მაგრამ არჩევნებისას და სხვა დროს კარგია თუ თავს შეიკავებენ სპორტსმენები ჩხუბისგან, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში ქართულ სპორტს არ შეეფერება" — განაცხადა მან.
ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ჰქონდა პრობლემა და სწორედ ამიტომ, წყენის საფუძველზე მან ქვეყანა დატოვა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ის სხვა დროშის ქვეშ ასპარეზობს.
"მე ვიცი, რომ ამ სპორტსმენს ჰქონდა შესაბამის ფედერაციასთან, თუ ხელმძღვანელობასთან პრობლემა, რომელიც თუ სწორად ვიცი, მუშტი-კრივთან იყო დაკავშირებული და წყენის საფუძველზე, რომელიც ფედერაციიდან მომდინარეობდა, ბატონმა ზურამ დატოვა ქვეყანა და სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობს ბატონი ზურაბ დათუნაშვილი, ეს სამწუხაროა", — ამბობს ის.
2019 წლის 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს ინციდენტი მოხდა. მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ სახეში ბლაგვი საგანი და მუშტი ჩაარტყა.
გეგეშიძე დათუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს, საღამოს დააკავეს. მოჭიდავეების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებდა. ისინი გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება ინციდენტი იყო, რომელიც ფედერაციაშივე უნდა დასრულებულიყო.
გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 იანვარს იმსჯელა. მან ციხე 5 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. გარდა ამისა, მან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეინარჩუნა.
ამ ინციდენტის შემდეგ დათუნაშვილი ამბობდა, რომ არჩევანის წინაშეა დაასრულოს კარიერა ან სხვა ქვეყნის სახელი იასპარეზოს. გარდა ამისა, სპორტსმენი აცხადებდა, რომ ჭიდაობის ფედერაცია კარიერის დასრულებას აიძულებდა, რადგან სხვა ქვეყნის სახელით ჭიდაობის უფლებას არ აძლევდნენ. მაშინ ფედერაცია ბრალდებებს უარყოფდა, ხოლო გეგეშიძე ამბობდა, რომ დათუნაშვილმა ქვეყნიდან წასვლა დიდი ხნით ადრე გადაწყვიტა.
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები