2021 წლის თებერვალში, როცა ჩიპების დეფიციტი ძალიან გამწვავდა, Nvidia-მ ძველი ვიდეო ბარათების გაცოცხლება გადაწყვიტა და RTX 2060-ისა და GTX 1050 Ti-ს წარმოება განაახლა, რათა გეიმერებს მცირე არჩევანი მაინც ჰქონოდათ, თუმცა ამან წარმატებულად იმუშავაო ნამდვილად ვერ ვიტყვით. Nvidia არ ნებდება და მაინერებთან და გადამყიდელებთან ბრძოლას ძველი ვიდეოების გაცოცხლებით აგრძელებს.

თუმცა, ამჯერად კომპანიას ახალი გეგმა აქვს. Nvidia ისევ RTX 2060-ს გამოუშვებს, ოღონდ 12 GB მეხსიერებით, რაც 2019 წლის ვერსიაზე ორჯერ მეტს ნიშნავს.

Nvidia-ს თქმით, ვიდეოკარტები ხელმისაწვდომი სამშაბათიდან, 7 დეკემბრიდან იქნება. მონაცემების ნახვა Nvidia-ს ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ. უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილია ვიდეობარათის ძირითადი სიხშირე და მომატებულია CUDA ბირთვების რაოდენობაც (2 176), სტანდარტულ მოდელს 1 920 კუდა ბირთვი ჰქონდა. განახლებული ბარათის მონაცემები ძალიან წააგავს RTX 2060 Super-ის მონაცემებს.

Nvidia-ს ვიდეობარათის საწყისი ფასი არ გაუმხელია, თუმცა კომპნიამ The Verge-თან საუბარში განაცხადა, რომ ეს RTX 2060-ის პრემიუმ ვერსიაა, ამით კი იმაზე მიგვინიშნეს, რომ ის უბრალო, სტანდარტულ ვერსიაზე ძვირი იქნება,. RTX 2060 6GB, რომელიც 2019 წელს გამოვიდა 349 დოლარი ღირდა. 12 გიგაბაიტიანის ფასი სავარაუდოდ ამაზე მეტი იქნება.

ამ ვიდეობარათის ბაზარზე გამოჩენა იმ ადმიანებს გაახარებს, ვინც 30xx სერიის ბარათების ყიდვა ვერ მოასწრო და მათი შეძენა გადამყიდველებთან გასამმაგებულ ფასად არ სურთ. თუმცა, საეჭვოა რომ ეს ბარათებიც მაინერების ხელშია არ აღმოჩნდეს, რადგან რეალური ბერკეტი ავტომატურად მოვაჭრე ბოტების წინააღმდეგ არ არსებობს.

განახლებული RTX 2060 12GB უახლესი თამაშების მაღალ გრაფიკაზე, მაღალი გარჩევადობით სათამაშოდ არ გამოდგება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ის სტანდარტულ მოდელზე ორჯერ მეტ მეხსიერებასა და სხვა გაუმჯობესებულ მონაცემებსაც მიიღებს, უნდა ვიმედოვნოთ, რომ ის 1080p გარჩევადობაზე ყველაფერს მაღალ გრაფიკაზე გვათამაშებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.