ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ამბობს, რომ ის და პუტინი მეგობრებზე მეტნი არიან, ძმები არიან და სამყაროზეც ერთი ხედვა აქვთ. რია ნოვოსტსის ჟურნალისტმა, დმიტრი კისელიოვმა მას ჰკითხა, თუ როგორ ხსნის, იმას რომ მას ვლადიმირ პუტინისთვის მეგობარი არაერთხელ უწოდებია, პუტინს კი ლუკაშენკოსთვის არასდროს.

"მხოლოდ ერთი რამით ავხსნი: მისთვის მეტი ვარ, ვიდრე მეგობარი. არ დავფიქრებულვარ ამაზე. ვისარგებლებ ამ შეკითხვით, მალე შევხვდები და ვკითხავ, კისელიოვი გაკვირვებულია მეგობარს რომ არ მეძახი-მეთქი.

ვლადიმერ პუტინი მეგობარზე მეტად მთვლის, ჩვენ ღვიძლი ძმები ვართ. ჩვენ სამყაროს ერთნაირად ვხედავთ, ამ სამყაროს ერთი თვალებით ვუყურებთ. შეიძლება სხვადასხვა დასკვნა გამოვიტანოთ, განსხვავებული ქმედებები გვქონდეს, მაგრამ ჩვენი თვალები ამ სამყაროს ერთნაირად ხედავენ", — უპასუხა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ამაში განსაკუთრებით ბოლო დროს დარწმუნდა.