ქობულეთში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი იდენტიფიცირებულია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.