IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის მარტში მოსახლეობის 88 პროცენტმა განაცხადა, რომ კმაყოფილია ეროვნული ბანკის საქმიანობით. ეკლესიის შემდეგ კმაყოფილების რეიტინგში ქართული ჯარი ლიდერობს.

  • საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საქმიანობით კმაყოფილია გამოკითხულთა 88 პროცენტი;
  • ჯარის საქმიანობით კმაყოფილია გამოკითხულთა 86 პრიცენტი;
  • ქართული მედიის საქმიანობით კმაყოფილია 74 პროცენტი;
  • პოლიციის საქმიანობით კმაყოფილია გამოკითხულთა 59 პროცენტი;
  • პრეზიდენტის ოფისის საქმიანობით კმაყოფილია გამოკითხულთა 55 პროცენტი;
  • განათლების სისტემით კმაყოფილია გამოკითხულთა 52 პროცენტი.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 4 აპრილს გამოაქვეყნა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგები, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, მათ შორის ევროკავშირში გაწევრებას, რუსეთთან ურთიერთობებს, ასევე, მოსახლეობის პოლიტიკურ სიმპათიებს.

IRI-მ გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით) ჩაატარა 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს სახით, სულ გამოიკითხა საქართველოში საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1 501 მუდმივი მაცხოვრებელი, პასუხი გაცემის მაჩვენებელი 69 პროცენტია, ცდომილების ზღვარი კი მერყეობს პლუს-მინუს 2,5 პროცენტით.