საახალწლო თაფლაკვერებს ზღაპრული ისტორია აქვთ, ისინი არამარტო გასტრონომიის, არამედ ხელოვნების განსაკუთრებული სინთეზის შედეგს წარმოადგენენ. ადამიანებს მუდმივად სჭირდებათ დღეები, რომლებიც განსაკუთრებულ სიხარულს და აღმატებულ განწყობას ქმნის. ახალი წელი სწორედ ზეიმის, სიყვარულის, მეგობრობის, მიპატიჟება-მოპატიჟების, საჩუქრების და მოულოდნელი სიხარულების დროა. განსაკუთრებული დღესასწაულისთვის განსაკუთრებული ფუსფუსია ყველა ოჯახში.

სწორედ საახალწლო, ჯადოსნური ალიაქოთის ფონზე ერთ თბილ და ტკბილ ოჯახს გაუჩნდა იდეა, რომ წლების განმავლობაში ბევრჯერ დამზადებულ, ფერად-ფერად და გემრიელ თაფლაკვერებს უფრო მეტი ოჯახი გაებედნიერებინა, მათი საახალწლო სუფრები გაელამაზებინა და ამაღელვებელი საშობაო განწყობის ერთი მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი შეექმნა — ასე დაიბადა მცირე საწარმო "თაფლაკვერი".

თაფლაკვერი, იგივე ჯანჯაფილის ორცხობილა, სხვადასხვა ზომის, ფორმის და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისტორიის მატარებელია. აქ შეხვდებით პრინცესა ანგელოზებს, წვეულებისთვის გამოპრანჭულ ნაძვის ხეებს, სანტას, რომელსაც ერთგული რუდოლფი ჰყავს გვერდით, ზღაპრულს სახლებს და ისეთ ქათქათა ფიფქებს, ნამდვილი თოვლის ფანტელებივით რომ დნებიან.

სულ ცოტა თაფლაკვერის შიგთავსზეც — პროდუქტი მზადდება მაღალი ხარისხის იტალიური წარმოების საკონდიტრო ნედლეულით, შიგთავსში გამოყენებულია საამაყო რაჭული თაფლუკა და ინდური მაღალხარისხიანი სანელებლები, რომლებიც თაფლაკვერის საწარმოში იფქვება. თაფლაკვერები მოხატულია სრულად ხელით და გამოყენებულია იტალიური ბრენდი Laped ის წარმოების უგლუტეინო Royal Icing. ორცხობილები კი დაფერილია მცენარეული საღებავი გელით.

თაფლაკვერები მთელი გულით და საშობაო სულისკვეთებით მზადდება, ისღა დაგრჩენიათ თქვენც ამ ფერხულში ჩაერთოთ, კიდევ უფრო გაილამაზოთ საახალწლო განწყობა და დაიტკბოთ რეცეპტორები ჯადოსნური თაფლაკვერებით.