ბათუმში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს — საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა
ბათუმის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ოპოზიციამ სხდომა დატოვა. ქართული ოცნების დეპუტატების რაოდენობა ქვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც სხდომა ჩაიშალა.
სხდომა დატოვეს ნაციონალური მოძრაობის 14-მა და ლელოს 1-მა დეპუტატმა. რაც შეეხება ექსპრემიერის პარტიას საქართველოსთვის, ნინო ბაციაშვილმა და აკაკი გვიანიძემ გუშინვე განაცხადეს, რომ სხდომას საერთოდ არ დაესწრებოდნენ. უცნობია, სხდომას ესწრებოდა თუ არა ამავე პარტიის სიით გასული დეპუტატი, ირაკლი თავდგირიძეც, რომელმაც 29 ოქტომბერს პარტია დატოვა და ახლა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი აქვს.
სხდომის დასაწყისში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უხუცეს წევრს, ქართული ოცნების დეპუტატ ნერიმან ცინცაძეს სთხოვეს, საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მათთვის განცხადების გაკეთების საშუალება მიეცა. ცინცაძემ განაცხადა, რომ სხდომა პროცედურების შესაბამისად უნდა გამართულიყო და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ნაზი ფუტკარაძეს სიტყვის გამოსვლის საშუალება არ მისცა — რამდენიმე წუთის განმავლობაში ისინი ერთმანეთის პარალელურად საუბრობდნენ.
"ჩემს ძმას უნდა წაეყვანა დღევანდელი სხდომა. უმძიმესი იყო დღეს ჩემთვის ამ სხდომაზე დასწრება, ამ ნაბიჯის გადმოდგმა, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა და დაგვაყენა იმ რეალობის წინაშე, რომ ბათუმში ოპოზიციური უმრავლესობა ვიყავით.
თქვენმა ხელისუფლებამ გააგრძელა ბოროტი ქმედებები, ზეწოლა, მოსყიდვის მცდელობა და ერთ ადამიანთან მიაღწია კიდევაც. მაგრამ, ჩემს ძმასთან [ვერ მიაღწია]. ეს არ იყო გარდაცვალება, ეს იყო მის ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა და ჩემი ძმის სიცოცხლის მოსპობა. მე ვითხოვ ობიექტურ გამოძიებას. თქვენი საკრებულო არ არის ის რეალობა, რაც ჩვენ მივიღეთ მოსახლეობის მხარდაჭერის მიხედვით", — ასე მიმართა ნაზი ფუტკარაძემ კოლეგებს, რის შემდეგაც სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად სხდომათა დარბაზი დატოვა.
ნაზი ფუტკარაძე საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის დაა.
ლელოს დეპუტატი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ოპოზიცია არც მომდევნო სხდომებს დაესწრება, რათა ქვორუმი არ შედგეს.
"ჩვენ ვამბობთ, რომ ბათუმის საკრებულო იქნება ან ოპოზიციური, რასაც შეეწირა ნუგზარ ფუტკარაძის სიცოცხლე მისი ღირსებიდან გამომდინარე, ან ბათუმის საკრებულო არ იქნება ლეგიტიმური. ვერცერთ სხდომაზე ბათუმის საკრებულოში ვერ იქნება მიღწეული ქვორუმი. ეს არის ოპოზიციის ერთიანი გადაწყვეტილება, რასაც ყველა ვითვალისწინებთ და მივყვებით მხოლოდ და მხოლოდ ამ გზას [...]
სხდომა რამდენჯერაც არ უნდა ჩატარდეს, თუ ოპოზიცია არ იქნება უმრავლესობით წარმოდგენილი, ეს სხდომა ჩაიშლება და არ იქნება ლეგიტიმური", — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები