თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს
თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი სხდომაზე მივიდნენ მაისურებით, რომელზეც ნუგზარ ფუტკარაძის ფოტო იყო გამოსახული.
"ჩვენ ყველანი ვთვლით, რომ დღეს არ გვაქვს იმის მორალური უფლება, რომ დავესწროთ დღევანდელ სხდომას და შეგიქმნათ ე.წ. დემოკრატიის ფასადი, თითქოს არაფერი ხდება და ყველაფერი არის კარგად. აქედან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღევანდელ სხდომას ტოვებს", — განაცხადა სოფო ჯაფარიძემ სხდომის დატოვებამდე.
მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ კონკრეტული დეპუტატების მოსყიდვის მცდელობებმა იმსხვერპლა ბათუმის საკრებულოს წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე.
"ჩვენ ვუსმენდით ცესკოს წარმომადგენელს, რომელმაც დიდი სიამაყით და სიმშვიდით წარმოგვიდგინა არჩევნების შედეგები, თითქოს ასეთი საამაყო და სანიმუშო არჩევნები ჩაატარეს, სამწუხაროდ, რეალობა იყო სრულიად საპირისპირო და განსხვავებული. ჩვენ წინასაარჩევნოდ ვუყურებდით ყოველდღიურად მოსყიდვას, დაშინებას, ვუყურებდით იმ ძალადობას, რასაც ყველა ერთად ვხედავდით. ვუყურებდით როგორ იყენებდა ხელისუფლება, სამწუხაროდ, როგორც ადმინისტრაციულ, ისე ფინანსურ რესურსს მის საკეთილდღეოდ და უკვე არჩევნების დღეს ვუყურებდით კარუსელს, ვუყურებდით ფულის დარიგებას და ვუყურებდით, თუ როგორ ეხმარებოდნენ სუს-ის წარმომადგენლები და ასევე, კრიმინალები ქართულ ოცნებას.
აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციამ შეძლო და მოიგო გარკვეული და ცალკეული მუნიციპალიტეტები, მათ შორის, ბათუმის საკრებულო, როგორც ვთქვით, აქ დაიწყო უკვე შემდგომი ზეწოლა, ძალადობა, მოსყიდვის მცდელობები უკვე კონკრეტული დეპუტატების მიმართ, მათ შორის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი კოლეგის არაჩვეულებრივი ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის, რომლის სიცოცხლე, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ემსხვერპლა, მისმა გულმა ამ ყველაფერს ვერ გაუძლო", — ამბობს ენმ-ის წევრი.
თბილისის საკრებულოს პირველ სხდომაზე 27 ხმით, ერთის წინააღმდეგ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.
დღეს, 3 დეკემბერს ახალი მოწვევის საკრებულოები მუნიციპალიტეტებში პირველ სხდომებს მართავენ.
ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ენმ-დან, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს პარტიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მის გარდაცვალებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა. კერძოდ, ენმ-ში აცხადებენ, რომ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, ძალოვანი უწყეის მოქმედი მაღალჩინოსანი, დავით რიჟვაძე ზეწოლას ახდენდა. აღსანიშნავია, რომ ენმ დავით რიჟვაძეს ოპოზიციონერი წევრების მუქარაში იქამდეც ადანაშაულებდა.
ენმ-მ ბრიფინგზე ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელშიც, მათი თქმით, ფუტკარაძის, თაბაგიძისა და ბაკურიძის საუბარია ასახული. ჩანაწერები On.ge-ს პარტიიდან მიაწოდეს და მათში ისმის, რომ, სავარაუდოდ, ოპოზიციის წევრს ჩვენთვის უცხო პირები "ნეიტრალურობას" სთხოვენ — ის ამბობს, რომ ვერ გააკეთებს განცხადებას ნაციონალური მოძრაობის დატოვებაზე და სხვა ოპოზიციაში ვერ გადავა. პასუხად, კი იღებს, რომ სხვა ოპოზიციაში კი არა, "ნეიტრალურში გადავიდეს".
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები