საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi 2021 ბრუნდება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 7-11 დეკემბერს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi 2021 გაიმართება. უკვე მეხუთედ, ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით ასობით მონაცემებზე მომუშავე პროფესიონალს გააერთიანებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად.
ფესტივალი ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და სტუმრებს დასწრება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად შეეძლებათ. ტრადიციული 3 დღის ნაცვლად, წელს ღონისძიება 5 დღეს გაგრძელდება. DataFest Tbilisi 2021 ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოპებს და დატატონებს გააერთიანებს, თემებზე, როგორიცაა: ბიზნესი და სტარტაპები, მონაცემთა მეცნიერება და AI, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა აქტივიზმი და ღია მმართველობა. ფესტივალის ყოველი დღე თითოეულ თემას სრულად დაეთმობა.
ღონისძიება ისეთ გამორჩეულ სპიკერებსა და ტრენერებს უმასპინძლებს, როგორებიც არიან: ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა ჟურნალისტი — შანა ჯონსი, Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის კონტრაქტორი — შოთა ელკანიშვილი, საქართველოს ბანკის წამყვანი მონაცემთა მეცნიერი — ნიკოლოზ მამისაშვილი, ნეიროინფორმატიკის ინსტიტუტის მკვლევარი — არსლან გაბდულხაკოვი და მრავალი სხვა.
"მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟულ მონაცემთა ფესტივალს. DataFest Tbilisi 2021 არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა მონაცემებით დაინტერესებული ადამიანებისათვის, გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები, დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები და მოისმინონ საინტერესო და ინსპირაციული გამოსვლები. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ღონისძიება 5 დღეს გაგრძელდება და დამსწრეები სიღრმისეულ ინფორმაციას მიიღებენ ფესტივალის 5 მთავარ თემაზე. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება და ახალი შესაძლებლობების პოვნა", — განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგატიშვილმა.
ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. რეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სტუმრები შეძლებენ ფესტივალზე დასწრებას ფიზიკურ სივრცეში. დანარჩენი მონაწილეები კი ფესტივალს ონლაინ შეუერთდებიან. ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/DataFest
ინფორმაციისთვის, DataFest Tbilisi 2021 მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ForSet-ის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, გრანთ თორნთონი, ევროკავშირი საქართველოსთვის და Eastern Partnership Civil Society Facility. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA). ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია NEXT.On.ge. სხვა მედია პარტნიორები: Forbes Woman Georgia, Marketer.ge, Entrepreneur Georgia
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
კომენტარები