საკრებულოების პირველ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები თავისუფლება მიშას წარწერიანი მაისურებითა ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული წევრის ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოებით მივიდნენ, რომლის გარდაცვალებასაც ისინი მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლას უკავშირებენ.

ამასთან, სხდომაზე ენმ-ს წარმომადგენელმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხელბორკილები გადასცა და უთხრა, რომ ის ხმების ქურდია.

ადგილობრივი გამოცემა ლაივპრესის ცნობით, სწორედ მირანდა მესხმა გახსნა ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა. საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები დღეს უნდა აირჩიონ.

ზუგდიდის საკრებულოში ქართულ ოცნებას უმრავლესობა არ აქვს. მმართველი პარტია მე-5 მოწვევუს საკრებულოში 20 მანდატით არის წარმოდგენილი, ნაციონალური მოძრაობა 20-ით, ხოლო ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის 3 მანდატი მოიპოვა.

FREE MISHA პლაკატებით მივიდა ოპოზიცია ქუთაისის მე-7 მოწვევის სხდომაზეც. თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა კი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.