Netflix ფილმს იღებს ბებოზე, რომელმაც მადლიერების დღეს შვილიშვილის ნაცვლად შეცდომით უცნობი მიიწვია
ცოტა ხნის წინ ჩვენს მკითხველებს არიზონაში მცხოვრები ბებოს ისტორია გავაცანით, რომელმაც 6 წლის წინ მადლიერების დღესასწაულზე შვილიშვილის ნაცვლად უცხო ბიჭი მიიწვია. ქალმა, სახელად ვანდამ ჯამალს შეცდომით ის შეტყობინება გაუგზავნა, რომელიც თავისი 24 წლის შვილიშვილისთვის იყო განკუთვნილი და რომლითაც მას მადლიერების დღესასწაულზე იწვევდა. იმის გამო, რომ ვანდას შვილიშვილს ტელეფონის ნომერი შეცვლილი ჰქონდა, შეტყობინება ჯამალს მიუვიდა, რომელიც მაშინ 17 წლის იყო.
თავდაპირველი დაბნეულობა იმით დასრულდა, რომ ვანდამ და ჯამალმა სელფები გაცვალეს და შეცდომის არსშიც მარტივად გაერკვნენ. თუმცა ამის შემდეგ ჯამალმა იკითხა, ისევ შეეძლო თუ არა სადილად მისვლა. "რა თქმა უნდა, შეგიძლია. ბებიები სწორედაც რომ ყველას გემრიელ ვახშამზე ზრუნავენ", — ასეთი იყო ვანდას პასუხი. ამ დღის შემდეგ 6 წელი გავიდა და მათ მადლიერების დღესასწაულის ერთად აღნიშვნა ტრადიციად ექცათ: გასულ წელს ჯამალმა ვანდას ოჯახს თავისი შეყვარებულიც კი გააცნო.
ამ საოცარმა ისტორიამ ინტერნეტის გული მალევე მოიგო და, როგორც ჩანს, ნეტფლიქსის ყურადღებაც მიიპყრო. მალე ნეტფლიქსი 6-წლიანი მეგობრობის ისტორიის შესახებ ახალ ფილმს გადაიღებს, რომელშიც ეს უსაყვარლესი ამბავი გაცოცხლდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის სახელი The Thanksgiving Text (მადლიერების დღის შეტყობინება) იქნება.
ფილმის გადაღების ამბავმა თავად ვანდა და ჯამალიც გაახარა:
"ჩვენი ისტორიის მსოფლიოსთვის გაზიარება ძალიან გვახარებს. იმედი გვაქვს, რომ ის წაახალისებს სხვა ადამიანებს, რომ დაუმეგობრდნენ მათ, ვისთანაც ჩვეულებრივ ურთიერთობა ვერ ექნებოდათ. ძალიან იღბლიანები ვართ, რომ ღმერთმა შეცდომით გაგზავნილი შეტყობინების დახმარებით გულწრფელი მეგობრობა გვაჩუქა", — ამბობს ვანდა.
ვანდა და ჯამალი ამ მშვენიერ ტრადიციას კიდევ დიდხანს გააგრძელებენ. ჩვენ კი ამ საყვარელი ისტორიით ტკბობა ნეტფლიქსის ახალი ფილმით ნებისმიერ დროს შეგვეძლება.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
კომენტარები