არალეგალურად ცხოვრების გამო, საქართველოს 60-მდე მოქალაქე გერმანიიდან და შვედეთიდან დაარეპორტეს. როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია ფრონტექსის წარმომადგენელი ირმა ცირამუა ამბობს, დეპორტირებული მოქალაქეები საქართველოდან წასვლის მიზეზად ეკონომიკურ სიდუხჭირეს ასახელებენ.

"დაახლოებით, საქართველოს 60-მდე მოქალაქე დააბრუნეს სამშობლოში. თავშესაფრის მიზეზად ისინი ეკონომიკურ სიდუხჭირეს აღნიშნავენ თავიანთ ქვეყანაში და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ წელიწადში, დაახლოებით, 30-ე დეპორტაციაა ეს", — ამბობს ცირამუა.

საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეციალური რეისით დააბრუნეს.